planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. პენტაგონის ხელმძღვანელი ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზა `შუკვანს` ესტუმრა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის წერილი წაუკითხა.ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის. 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts