Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის ფორმულირებები შეიცვლება, არსი არა


Recommended Posts

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, პოზიტიურია თვითონ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის ახლებურად ფორმულირების შესახებ.

 

აღნიშნულის შესახებ ხატისკაცმა კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პალიკო კუბლაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

“პროცესი დღევანდელი შეხვედრის საკმაოდ იმედისმომცემია, გარკვეულ ნაწილში უკვე პრინციპებისა და ფორმულირების დონეზე არის გარკვეული შეთანხმებები მიღწეული. ეს შეეხება, მაგალითად, 261–ე მუხლს, დაკავშირებულობის პრინციპის განსაზღვრას, იგივე შემოწირულობების ზუსტად განსაზღვრას, თუ რა ჩაითვლება შემოწირულობად და ა.შ.  ამ ტიპის საკითხებზე არის მიღწეული შეთანხმება. მიზანი უნდა იყოს ის, რომ დაისაჯოს პირი არა გამოხატვის ან სხვა ტიპის შემთხვევაში, არამედ იმ შემთხვევაში, თუ მისი ქმედებები ხარჯებში იქნება გამოხატული და ამასთანავე, ექნება გაცხადებული მიზნები,” – აღნიშნა ხატისკაცმა.

 

მისივე შეფასებით, არის ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც მათ უარი არ მიუღიათ და ჯერ კიდევ არის მოფიქრების და გადამუშავების რეჟიმში.

 

“ასეთი საკითხებია, მაგალითად, სანქციების ნაწილი და ამომრჩევლის დასჯა. აქაც ერთი პოზიტიური შედეგი ის არის, რომ ამომრჩეველი რაღაც დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში არ უნდა დაისაჯოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დახმარების მიღების შემთხვევაშიც არ უნდა ისჯებოდეს ამომრჩეველი,” – განაცხადა ხატისკაცმა.  

 

კუბლაშვილის განცხადებით კი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის ცალკეული მუხლების ფორმულირებები იცვლება, თუმცა კანონის მთავარი არსი უცვლელია.

 

“კანონის მიზანია, პოლიტიკურ პარტიათა ხარჯები და ფინანსები გამჭირვალე გახადოს. იმის მიუხედავად, რომ ფორმულირებები შეიცვლება, ნებისმიერ პარტიასა და ნებისმიერ იმ სუბიექტს, ვინც შემოწირულობას ახორციელებს, ექნება ვალდებულება, საკუთარი ფინანსები საჯარო გახადოს. უკანონო შემოწირულობაზე ამოქმედდება სანქციები და იქნება აკრძალული კანონისთვის გვერდის ავლა” - აღნიშნა ჟურნალისტებთან კუბლაშვილმა.

 

ნინა ხატისკაცის თქმით, მათ (არასამთავრობოებმა) პარლამენტს მიაწოდეს ინფორმაცია კონტროლის პალატის მხრიდან რეგიონებში “ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვისას  უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ.

 

“რა თქმა უნდა, პოზიცია განსხვავებული იყო. აქ გამოითქვა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო უბრალოდ კონტროლის პალატის მხრიდან უფლებამოსილების განხორციელება. თუმცა შევთანხმდით, რომ ფორმები არ იყო საუკეთესოდ  გამოყენებული. ასევე ვილაპარაკეთ შინაარსობრივად იმ კითხვებზე, რომლებსაც უსვამდნენ რეგიონებში ადამიანებს, აქაც იყო გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, გაზიარებული იყო ის მომენტი, რომ მიდგომები და ფორმები არ არის ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხატისკაცმა.   

 

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა თუ არა კუბლაშვილმა პოზიცია კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში “ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვისას მოვალეობების გადამეტების შესახებ, მან აღნიშნა, “მე დარწმუნებული ვარ ახლაც, რომ რაიმე ფორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია კონტროლის პალატის მხრიდან.”

 

შეგახსენებთ, არასამთავრობოებთან შეხვედრის დაწყებამდე პავლე კუბლაშვილმა კატეგორიულად უარყო კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში “ქართული ოცნების” წევრებისა და აქტივისტების ახსნა–განმარტებით დაკითხვაზე დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები.

 

“მე რამდენადაც ვიცი, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ჩემთვის ასეთი ფაქტები უცნობია. ყველა ის პროცედურა, რომელიც არის გამოყენებული, დარწმუნებული ვარ, რომ არის კანონის ფარგლებში,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.    

 

არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთი შეხვედრა პარასკევს, 16 მარტს გაიმართება.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...