Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ცენტრალიზებული ნაგავი და მომგებიანი დასუფთავება


Recommended Posts

</p>

 

/get_img?ImageId=6736<p>დასუფთავების სერვისისა და შესაბამისი მოსაკრებლის ამოღებას ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, რის შემდეგაც შესაძლოა, რეგიონებში დასუფთავების მოსაკრებლის განსაზღვრისა და ამოღების წესი შეიცვალოს.

 

“თბილისში დასუფთავება მომგებიანი ბიზნესი გახდა და არ არის გამორიცხული, რომ ასეთივე სატარიფო პოლიტიკა რეგიონებშიც ამოქმედდეს,“ - ამბობს ზაზა გაბუნია, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი.

 

თბილისში გასული წლის 1 ივლისიდან დასუფთავების გადასახადი ელექტროენრგის ტარიფს მიება და 1 კილოვატსაათზე 5 თეთრით განისაზღვრა.  შპს „თბილსერვისში“, რომელიც დედაქალაქში დასუფთავების სერვისს გასული წლის მაისიდან ახორციელებს, არ იძლევიან ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა შემოსავალი მიიღო კომპანიამ ახალი სატარიფო პოლიტიკის ამოქმედების შედეგად. კომპანიაში აცხადებენ, რომ წლიური შემოსავლების თაობაზე ინფორმაციას 2012 წლის მაისში გაასაჯაროვებენ.

 

"თელასის“ ინფორმაციით, თბილისი ყოველწლიურად დაახლოებით 800–850 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამ მონაცემების მიხედვით, დასუფთავების გადასახადის სახით თბილისში წელიწადში 40–42.5 მილიონი ლარის აკუმულირებაა შესაძლებელი.

 

იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის ანალოგიურად შეიცვლება დასუფთავების ტარიფი სხვა თვითმმართველ მუნიციპალიტეტბშიც, მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ კუთხით საბიუჯეტო შემოსავლები.

 

ბათუმში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე 1.80 ლარითაა განსაზღვრული. 2012 წლის იანვარში ბათუმში  დასუფთავების სექტორიდან  მოსაკრებლის სახით ამოღებული იქნა 38 200 ლარი, ხოლო თებერვალში - 80 400 ლარი.

 

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ბათუმი ზამთრის პერიოდში, თვეში 29 მილიონ კოლოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს. იმ შემთხვევაში, თუ ბათუმში, თბილისის მსგავსად, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიას მიებმება, თვეში 1 მილიონ 450 ათასი ლარის აკუმულირება იქნება შესაძლებელი, წელიწადში კი 16 მილიონზე მეტი ლარის. დასუფთავების სერვისის განხორციელებისთვის კი ბათუმის ბიუჯეტიდან წელიწადში მხოლოდ 3 მლნ 411 ათასი ლარი იხარჯება.

 

„ტარიფის შეცვლის შემდეგ დასუფთავება საკმაოდ მომგებიანი საქმეა. არ არის გამორიცხული, რომ შესაბამისი სქემის გათამაშება რეგიონებშიც მოხდეს. ამ ცვლილების შედეგად, თანხის  აკუმულირება პირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში მოხდება, ზედმეტი პროცედურების და თვითმმართველობის ორგანოების გავლის გარეშე. ამის მენეჯმენტს კი სააკაშვილის მთავრობის ერთ–ერთ ფავორიტი, რამაზ ნიკოლაიშვილი განახორციელებს,“ - აცხადებს ზაზა გაბუნია.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი პარლამენტში 5 მარტს შევიდა. პროექტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2012 წლის პირველ აპრილამდე (სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით) უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პროფილის კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება. მისი 100%-ანი წილის მართვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.  

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ კერძო სამართლის იურიდიული პირს, ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების სამსახურის ფუნქცია ექნება. ახალი უწყება, კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის პირველი მაისიდან, თვითმმართველ ერთეულებში  ნაგავსაყრელების მოწყობას და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციას განახორციელებს, ხოლო 2013 წლის პირველი იანვრიდან, უზრუნველყოფს  ქუჩების დასუფთავებისა და  საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების სამუშაოების ორგანიზებას.

 

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი, დათო ნარმანია ამბობს, რომ დასუფთავების საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უნდა აგვარებდნენ.

 

„აქ მთავარი პრობლემაა ის, რომ ფუნქციონალური დეცენტრალიზაციის ნაცვლად, ხდება მაქსიმალური ცენტრალიზება იმ ფუნქციების და უფლებამოვალეობების, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს. არც ერთ ქვეყანაში ცენტრის საქმე არ არის ქალაქების და სკვერების დასუფთავება”, - აცხადებს ზაზა გაბუნია.  

 

დათო ნარმანიას თქმით, ამ კანონპროექტით საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებსა და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს უპირისპირდება:

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას საქართველო 2005 წელს მიუერთდა, რომლის პრინციპების თანახმადაც, ის უფლებამოსილება, რაც უნდა განხორციელდეს ქვედა დონეზე, ზედა დონეზე არ უნდა ავიტანოთ, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობის  ქვედა დონეს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს ეს საკითხები. ამ შემთხვევაში ხელისუფლება არღვევს ქარტიის მთავარ პრინციპს“.

 

კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობები ნაგავსაყრელების მოწყობის, დასახლებებში ქუჩების დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვის, განხორციელების ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზების უფლებამოსილებას  კარგავენ. ეს უფლებამოსილება, თვითმმართველი ერთეულებიდან მხოლოდ თბილისს შეუნარჩუნდება. თბილისის მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი, დედაქალაქში დასუფთავების კომპანიის კარგად მუშაობა გახდა.  

 

დათო ნარმანიას განმარტებით, დედაქალაქის თვითმმართველობის საქმიანობას, ორგანული კანონის გარდა, თბილისის შესახებ კანონიც არეგულირებს:

 

„თბილისი გამონაკლისია, სადაც თვითმმართველობის უფლებამოსილებას და ფუნქციებს დედაქალაქის შესახებ არსებული კანონმდებლობა არეგულირებს“.

 

რა ღირებულების ქონება გადაეცემა და რა პრინციპით იმუშავებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან შეიცვლება თუ არა დასუფთავების სატარიფო პოლიტიკა რეგიონებში, - ამ კითხვებით ჩვენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...