planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpgორშაბათს, საქართველომ თავისი საარჩევნო კამპანიის ჯგუფის შესაძლო არაკანონიერი დაფინანსების ბრალდებით დაახლოებით $500 000 დოლარით (380 000 ევრო) იმ მილიარდერის კუთვნილი ბანკი დააჯარიმა, რომელმაც მთავრობის გაძევების პირობა დადო.პოლიტიკურ ფულად შემოწირულობებზე ზედამხედველმა კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ „ქართუ ბანკმა“, რომელიც ოპოზიციონერ მაგნატს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ნაღდი ფული გადარიცხა ორი თანამშრომლის ანგარიშზე, რომლებსაც შემდეგ ამ ფულის გადარიცხვა „ქართული ოცნების“ კამპანიის ჯგუფისთვის დავალეს.განცხადებაში, კონტროლის პალატა ამას „კორუფციულ სქემად“ აღწერს, რადგან მხოლოდ ინდივიდუალურ პირებს, და არა კომპანიებს, შეუძლიათ ფულადი შემოწირულობა გაიღონ პოლიტიკური მოძრაობების ან პარტიებისთვის.საქართველოს ყველაზე მდიდარმა კაცმა ივნიშვილმა, რომლის ქონებაც ჟურნალმა Forbes-მა 6.4 მილიარდ დოლარად შეაფასა (4.9 მილიარდი ევრო), შარშან განაცხადა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან ბრძოლისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიას აყალიბებს.რამდენიმე დღეში მას ქართული პასპორტი ჩამოართვეს, სავარაუდოდ მოქალაქეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის გამო, და ფულის გათეთრების ბრალდებით მისი ბანკიდან 3 მილიონზე მეტი დოლარის კონფისკაცია მოახდინეს, თუმცა ის მოგვიანებით დაუბრუნეს.სააკაშვილის მოკავშირეები ბიზნესმენს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, იმაში ადანაშაულებენ, რომ ის მოსკოვში საქართველოს მტრების მარიონეტია. 2008 წელს თბილისს მოსკოვთან ხანმოკლე ომი ჰქონდა. მაგნატი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ხელისუფლების სამიზნე ის, მისი მზარდი პოლიტიკური გამოწვევის გამო გახდა.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts