Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კონტროლის პალატა პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მიზეზებზე საუბრობს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_810-300x300.jpgკონტროლის პალატამ პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე“,-ასეთი სათაურით ავრცელებს განცხადებას კონტროლის პალატა.

განცხადების თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები -სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში. 

„მხედველობაში გვაქვს მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში და აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები“,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად “ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებული არა პოლიტიკური გაერთიანების, ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს არამედ კერძო ფირმების-ძირითადად კი კომპანია შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას. ასეთივე დადასტურებული ინფორმაციებია სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. აღნიშნული განხორციელებულია ე.წ. „შავი ფულის“ სქემებით, კანონის გვერდის ავლის მიზნით და პოლიტიკური გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნების უგულვებელყოფით. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება მონიტორინგის პროცესის დასრულებისთანავე“.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, გარანტირებულია პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის თავისუფლებით, პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის შემოწირულობის განხორციელების თავისუფლებით.

მოქალაქეებს უფლება აქვთ შეაგროვონ ხელმოწერები ცალკეული სუბიექტების მხარდასაჭერად, გაავრცელონ სააგიტაციო მასალა და ა.შ., მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში როგორც მოხალისედ, ასევე შესაბამისი კანონიერი ანაზღაურების ფარგლებში.

„ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა“,-აცხადებს კონტროლის პალატა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...