planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qsani-300x199.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეს გია თორთლაძეს ქსნის №15 დაწესებულებაში არსებული პირობები და პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო.ვიზიტის ფარგლებში, გია თორთლაძემ მსჯავრდებულთა დაწესებულების სამზარეულო, სამედიცინო პუნქტი, ვიდეოპაემნის ინფრასტრუქტურა და მცირე საწარმო დაათვალიერა.ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, მოქმედ სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამებს გაეცნო.სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, პენიტენციურ სისტემაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ჯანდაცვის სერვისის სამოქალაქო სექტორთან გათანაბრებისა და მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების მიზნით, რეფორმების განხორციელებას განაგრძობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts