planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/gay-flagc32e-300x298.jpgსისხლის სამართლის კოდექსის 53–ე მუხლში დამამძიმებელი გარემოებების მოტივთა ჩამონათვალში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობიაც მოხვდება.ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენდერული თანასწორობისა და ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია “იდენტობობიდან” აცნობეს.როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვიამი 2012 წლის 12 მარტს გენდერული თანასწორობისა და ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია “იდენტობამ” საგანგებო განცხადებით მიმართა სისხლის სამართლის 53–ე მუხლის შესახებ ახალი კანონპროექტის ავტორებს, პარლამენტის წევრებს, ბატონ ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძეს, სისხლის სამართლის კოდექსის დამამძიმებელ გარემოებებში რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივთან ერთად გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივის შეტანის შესახებ.„დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის მეორე მოსმენა გაიმართა, სადაც პარლამენტარებს აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებისკენ “იდენტობას” იურისტმა – ლევან კოკაიამ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანმა, თათული თოდუამ, სიტყვით გამოსვლისას მოუწოდეს.საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და კანონპროექტის ტექსტში ჩაამატა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.“–აღნიშნულია განცხადებაში.უფლებადაცვითი ორგანიზაცია „იდენტობა“ იმედოვნებს, რომ „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ დარჩება კანონპროექტის საბოლოო ტექსტში, რომელსაც მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირას მიიღებს.შეგახსენებთ, რომ კოდექსის 53-ე მუხლს 31 ნაწილი ემატება, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენისას რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის.ახალი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts