Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გრიგოლ ვაშაძე ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vashadze322.jpgოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გაუქმების მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში არ შედის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია ქართულ მხარეს რუსეთის საგარეო უწყების პირით სთავაზობს, რომ საქართველო დათანხმდეს ირიბ აღიარებაზე იმისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახალ რეალობას უწოდებს. ვაშაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სრულიად დაუშვებელი ტონით საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, ისაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე.

“ეს სისუსტის და იმის ნიშანია, რომ თემატურად, საგანზე, ჩვენს პრობლემებზე რუსეთის ფედერაცია ვერ გვედავება. როდესაც კამათში მონაწილე რომელიმე მხარე სუსტი ოპონენტია, როგორც წესი, ის გადადის პიროვნებებზე. საქართველოს არც ერთ თანამდებობის პირს არასოდეს საკუთარი თავისთვის არ მიუცია იმის უფლება, რომ ასეთი ტონალობით ელაპარაკა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებზე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ მათ პოლიტიკას და არასოდეს გადავდივართ პიროვნებებზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს რუსეთის სათათბიროში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, უნდა განიხილებოდეს იმ ყველაფრის კონტექსტში, რასაც საქართველო რუსეთის მისამართით აკეთებს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...