planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/alasania31-300x199.jpgკოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერისა და “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებით, კონტროლის პალატის ქმედებები საქართველოს პრეზიდენტის შიშზე მეტყველებს.“ეს პრაქტიკულად ის არის, რომ კონტროლის პალატა პოლიტიკურ პოლიციად გადააკეთეს და ის მოვლენები, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში განვითარდა იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი დამფრთხალია. სააკაშვილს “ქართული ოცნების” ეშინია. რაც შეეხება სამართლებრივ საქმეს, თავად კონტროლის პალატის ნაბიჯები არაკონსტიტუციურია. კონსტიტუციით, კონტროლის პალატას უფლება აქვს მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯები შეამოწმოს. ჩვენ კონტროლის და გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თავისი ბუნებით ის კანონი, რომელიც მიიღეს, სწორედ არაკონსტიტუციურია და კიდევ ერთხელ არა მხოლოდ მორალურად, არამედ სამართლებრივადაც საფუძველს მოკლებულია. მე ჩემს თანამოქალაქეებს ერთ რამეს ვეტყვი, ეს ამ ხელისუფლების კიდევ ერთი ისტერია და ავტორიტარული რეჟიმის რღვევის ბოლო პერიოდია, ასე, რომ, ამას უნდა გავუძლოთ და ძალიან მალე ამ უსამართლო ხელისუფლებისგან საქართველო გათავისუფლდება”, – განაცხადა ალასანიამ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts