Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

15 მარტს, 09:00 საათზე, ‘ევროპელი დემოკრატების’ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია, პარტიის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

15 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (№648)

15 მარტს, 11:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან ‘ქრისტიან-დემოკრატებისა’ და ყოფილი ლოგოპედიური სკოლის მოსწავლეების მშობლებისა და პედაგოგების ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ‘მიმართვა განათლების მინისტრს’.

15 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ კომპანია ‘ნატახტარის’ და ასოციაცია ‘ჩვენი სახლი – საქართველოს’ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ‘ნატახტარის ლიმონათის’ საქველმოქმედო პროექტი ‘იზრუნე მომავალზე’.

15 მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსებს, რომლებმაც საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს, სერტიფიკატები გადაცემათ.

მის: გორგასლის ქ. #24 ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა)

15 მარტს, 11:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია გარდაბნის რაიონში სამხრეთ აფრიკელი ფერმერების (ბურების) მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთებს მოინახულებს.

15 მარტს, 12:00 საათზე, ‘დემოკრატიული მოძრაობის’ სათაო ოფისში, პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ‘დემოკრატიულ მოძრაობაში’ ახლად მიღებულ წევრებს პარტიულ მანდატებს გადასცემს.

მის: აბულაძის ქ. #8

15 მარტს, 12:00 საათზე, იუსტიციის სამინიტროსსაჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი ქუთაისის მოსახლეობას საჯარო რეესტრისა და გაზეთ ’24 საათის’ ერთობლივ სერვისს გააცნობს.

მის: ქუთაისის იუსტიციის სახლი

საკონტაქტო პირი ეკა ერგემლიძე – 577 62 03 01

15 მარტს, 12:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ოჯახში ძალადობის თემაზე სცენარისტებისათვის გამოცხადებულ საუკეთესო დრამატურგიული ნამუშევრის კონკურთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

15 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის უკანონო ბრძანება’.

პარლამენტი, ბრიფინგების ოთახი

15 მარტს, 13.00 საათზე, რუსთავის იუსტიციის სახლში, ID ბარათების სერვისებსა და სტატისტიკასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი ბრიფინგს გამართავს.

15 მარტს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლი’, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘მთავრობის დადგენილება, რომლითაც ’112′-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი დამტკიცდა’.

მის: შევჩენკოს ქ. #12, V სართული

15 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ კამპანიის ‘ეს შენ გეხება’ წევრი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ‘კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში დაწყებულიახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასება’.

15 მარტს, 13:00 საათზე, ‘ლეიბორისტული პარტია’ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილი სასწრაფო დახმარება ’03′-ის შენობასთან აქცია-ბრიფინგს გამართავს.

თემა: ‘ვინ არის წამლის მაფია’.

15 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.

15 მარტს, 13:00 საათზე, ‘პრაიმ ტაიმის’ პრესკლუბში სტუმრად იქნება ‘კონსერვატიული პარტიის’ ლიდერი ზვიად ძიძიგური.

15 მარტს, 14:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო ‘ივერონის’ პრესკლუბის სტუმარი პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე იქნება.

მის: მელიქიშვილის #18, II სართული

ტელ: 555 35 03 01

15 მარტს, 14:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან ე.წ. ‘ატსტუპნიკების’ აქცია გაიმართება, სადაც შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება.

15 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ‘ერთობა სამართლიანობისთვის’ წევრები ‘ცენტრპოინტის’ ბინათმშენებლობით დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდებიან.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

15 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

15 მარტს, 17:00 საათზე, პოლიციის აკადემიაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებული სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

15 მარტს, 18.00 საათზე, რადიო ‘თავისუფლების დღიურების’ მორიგი, მეექვსე წიგნისა და მისი ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ერეკლე მეორის ქ. #8/10

15 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ცნობილი ქართველი მოცეკვავის, ლატავრა ფოჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...