planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/akaki_minashvili-300x225.jpgპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის თქმით, ქართული მხარე ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციამდე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის გაუქმებას არ აპირებს.როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული კანონი მას შემდეგ გაუქმდება,როცა რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს დატოვებს და დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.მისი თქმით, კარგად ჩანს, რომ საქართველოს ყოველ მშვიდობიან ისტერიკაზე რუსეთს მხოლოდ ისტერიული დამოკიდებულება აქვს.“ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ყოველ ჩვენს მშვიდობიან ინიციატივაზე რუსეთს მხოლოდ ისტერიული დამოკიდებულება აქვს. ამის მაგალითია, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც მათი პროვოკაციულ ნაბიჯად შეფასდა. ეს ისტერია ადასტურებს, რამდენად სუსტები არიან საკუთარ პოზიციებში” – აცხადებს მინაშვილი.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დუმაში სამთავრობო საათზე აღნიშნა, რომ რუსეთი მაშინ შემოიღებს უვიზო რეჟიმს, როცა საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კანონს გააუქმებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts