Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge 21-ე საუკუნის ქართული სტერეოტიპები


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/stereotypes2-150x150.jpg21-ე საუკუნეში სტერეოტიპზე ლაპარაკი შეიძლება, ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ სტერეოტიპი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც მე-20 საუკუნეში იყო. ეგაა ოღონდ: ადრე `სირცხვილად~ ქალის საჭესთან დაჯდომა, ან ის ითვლებოდა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სიგარეტს მოწევდა. ახლა კი, მანქანიან-სიგარეტიანი დიაცის დანახვა აღარავის უკვირს. ერთი სიტყვით, სტერეოტიპმა გარკვეული მოდელირება განიცადა და დღეს მოდური, მაგალითად, ასეთი სტერეოტიპია: როკს უსმენ? _ ე.ი. სატანისტი ხარ! სოციალურ ქსელ `ოდნოკლასნიკებში~ ხარ გაწევრიანებული? _ მაშასადამე, გოიმი ხარ! ,ტუსოვკებზე~ არ დადიხარ და ტრადიციული ქართული სუფრა გიყვარს? _ გამოდის, რომ ძველმოდური ხარ… ერთი სიტყვით, 21-ე საუკუნის საქართველო სტერეოტიპის ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი შეხედულებები რეალობის აღქმას ამახინჯებენ. მეტიც, სტერეოტიპი, ანუ საზოგადოებრივი აზრი შესაძლოა, რასიზმისა და სექსიზმის საფუძველიც გახდეს. მაინც, როგორ ჩნდება სტერეოტიპი? `ქართული სიტყვა~ ფსიქოლოგ ნაილი ცხოვრებაძეს ესაუბრა:

_ სტერეოტიპი ისაა, როცა საკუთარ ,,მე~-ზე უარს ამბობ და მენტალურ თვისებებს იცავ. ქართველის სტერეოტიპი ყოველთვის სამაგალითო იყო, თუმცა ვთვლი, რომ ქართული სტერეოტიპი აღარ არსებობს.

_ რატომ იყო სამაგალითო, ან რატომ აღარ არსებობს ქართული სტერეოტიპი?

_ ქართველთან ურთიერთობა ადვილია. მაგალითად, ადრე, უჭირდათ თუ ულხინდათ, მეზობლები ერთმანეთს გვერდში დაძახების გარეშე ედგნენ. დღეს კი, ხალხი სოფლშიც შეყუჟულია, ანუ ე.წ. სამეზობლოს სტერეოტიპი ინგრევა. დღეს საზოგადოება დაბნეულია, რადგან მთავარ ღირებულებად საზღვარგარეთ გაქცევა და იქ კარგი სამუშაოს პოვნა ითვლება. უფროსმა თაობამ აღარ იცის, როგორ გაზარდოს შვილები _ თუ შვილს ისე გაზარდი, როგორც დღევანდელი პირობები გთავაზობს, ისეთი ფსიქოტიპი ჩამოაყალიბდება, რომელსაც არ ინდივიდუალური ინტერესების გარდა, არაფერი აინტერსებს. ეს, პრინციპში, თაობების ბრძოლაა, მაგრამ უფროს თაობას ბრძოლის თავი აღარ აქვს. ამიტომ, საზოგადოება ამორფულია.

_ ქალბატონო ნაილი, საზოგადოებას სტერეპტიპი სჭირდება?

_ როგორ არ სჭირდება. სტერეოტიპი ქართველისთვის იდეალია, თუმცა არსებობს ცუდი სტერეოტიპიც, რომელსაც გამოსწორება, შელამაზება უნდა და ეს ცუდი სტერეოტყპიც კარგი გახდება. უცხოეთში წასული ქართველები იმას კი არ ცდილობენ, რომ ქართველობა გაიტანონ და შეინარჩუნონ, პირიქით, კარგავენ, ანუ ქართველებს ის იმიჯი აღარ გვაქვს, რაც ადრე გვქონდა და ევროპაში ჩვენზე, ალბათ, ამბობენ, ქურდები, `გადმგდებები~ არიანო; თურქეთში კი, მაპატიეთ და, _ ბოზებიო. ეს კი იმის ბრალია, რომ ახალგაზრდებს უნერგავენ, ინდივიდი ხარ და, მთავარია, შენ იყო კომფორტულადო. ახალ თაობას ისეთ რაღაცებს ასწავლიან, რაც ამერიკაშია აპრობირებული, მაგრამ რას უყურებ ამერიკელებს? _ მათი ფსიქოლოგია სხვანაირია. ჩვენ აქამდე ერთობამ და იმან მოგვიყვანა, რომ სადღაც ინდივიდუალურად შეყუჟულები არ ვისხედით _ როცა ქვეყანას უჭირდა, ყველა გარეთ გამოდიოდა. ახლა კი, ახალი კულტურა შემოაქვთ და იმ ტრადიციულსა და გენეტიკურს ებრძვიან, რაც ქვეყანას მოსდგამს. ამის გამო ხალხი დაბნეულია და თუ ასე გაგრძელდა, ერი დაიკარგება!

_ ქალბატონო ნაილი, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი ნაციონალური სტერეოტიპი ადამიანს ცხოვრებას უნგრევს…

_ სტერეოტიპს ხშირად პროვინციალიზმს მიაწერენ, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, თუ რა არის პროვინციალიზმი. პროვინციალიზმი სოფელში ცხოვრება კი არ, ისაა, როცა ადამიანი სხვას ჩაგრავს.Qქალაქელი სოფლელზე მეტი არაფრითაა, მაგრამ ზოგი ასე არ ფიქრობს. მაგალითად, ახალი ფულიანები თვლიან, ბინა აუცილებლად ვაკეში უნდა იყიდონ. კი ბატონო, იყიდე, მაგრამ ბინას ვაკეში რომ ყიდულობ, შენც ისეთი უნდა გახდე, როგორიც ძირძველი ვაკელია. ამიტომ კარგავ `მე~-ს და ვიღაცას ემსგავსები. აი, სწორედ ეს ვიღაცასთან მიმსგავსებაა პროვინციალიზმი!.. სხვებს ის პრინციპები მოახვიო, რომლებიც შენი კომპლექსებიდან მომდინარეობს, ესეც პროვინციალიზმი და უკულტურობაა! პროვინციაში კი, ძალიან კულტურული ხალხი ცხოვრობს. ქალაქში ასეთი ხალხი აღარაა! როცა ცდილობ, რომ კარგი გახდე, ეს სხვა რამეა, მაგრამ როცა ცდილობ, რომ ისეთი გახდე, როგორიც სხვაა, ეს სასაცილოა! პროვინციალური სტერეოტიპები მათ ახასიათებთ, ვისაც საკუთარი `მე~ არ აქვთ!..

სხვათა შორის, იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ერს თავისი ეთნოფსიქოლოგია და ეთნოსოციოლოგია აქვს, ანუ ერის იმას იღებს, რაც მისთვის ახლობელია. გვიკიჟინებენ, რომ ძველი ცუდია, მაგრამ არ გვეუბნებიან, თუ რა არის კარგი. მედიით მოსახლეობის უმრავლესობა ზომბირებულია. იცით, რა არის ზომბირება? რა და, _ ცნობიერებით მანიპულაცია. ტელევიზიაFაქტიურად უწყობს ხელს საზოგადოების ,,გაყრას~, ანუ გვაწოდებს არარეალურ სამყაროს, რომელში ცხოვრებაც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია. ვთვლი, რომ ეს მიზანმიმართული პროპაგანდააშედეგია.

_ რაში ხედავთ გამოსავალს?

_  საზოგადოების სწორი კუთხით წაყვანაა საჭირო, ამის ძალა კი, მას-მედიას შესწევს, მაგრამ საამისოდ, ნაციონალური ტელევიზიები, სამწუხაროდ, არაფერს გააკეთებენ იმიტომ, რომ სახელმწიფომ მათ სხვა მიმართულება მისცა. საერთოდ, ტრადიციას რომ აღმოფხვრი, მერე, ერი შენი საკუთრებაა და რასაც გინდა, იმას უზამ.

იაპონია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცივილიზებული ქვეყანაა. საერთოდ, ცივილიზაცია ტრადიციებს კლავს, მაგრამ იაპონელებმა თავიანთი ტრადიციები არ დაკარგეს, რადგან სათავეში ყოველთვის თავისი ერის მოყვარული ადამიანი ჰყავთ, თან მთელი ერი იბრძვის, რომ ტრადიციები არ დაკარგოს. ჩვენთან კი, რა ხდება? _ საზოგადოება არასრულფასოვანია, ანუ სხვას ვბაძავთ და ეს მომბაძველობა იმდენად გაურკვეველია, რომ სადღაც მივრბივართ, სხვების წინაშე თავს არარაობად ვთვლით. სხვისი კარგი უნდა დაამუშაო და ისე მოირგო.

_ ქალბატონო ნაილი, ქართველი ერი, იქნებ, ფსიქოლოგიურად დაიღალა?

_ ერი ვერ დაიღლება, მაგრამ ერი შეშინებულია! ვამბობთ, თავისუფლები ვართო, თავისუფლები არ ვართ, რადგან დღეს ხალხი შიშით ცხოვრობს. შიში ძალადობის საშუალებაა და როცა ადამიანს ეშინია, თავისუფალი ვერ იქნება! თავისუფლება სხვა რამეა… თავისუფლებისა და უზრდელობის აღრევა მოხდა… კარგისა და ცუდის გარჩევაც აღარ ვიცით. მაგალითად, დღეს წარმატებულად ის ითვლება, ვისაც ფული აქვს. სწორედ ასეა ამერიკაშიც, მაგრამ როგორ შეიძლება, ადამიანი ავტომობილის მარკით განვსაზღვროთ? ადამიანობა სხვა რამეა და ფულით არ იზომება, მაგრამ დღეს დომინანტი ფულია და ამიტომ, ისინი, ვისაც ფული აქვთ, ახალი სტერეოტიპის დამკვიდრებას ცდილობენ. დავუშვათ, ეს ფულიანები გაკოტრდნენ. რას იზამენ? _ ადგებიან და თავს მოიკლავენ იმიტომ, რომ მათ, ფულის გარდა, მეტი ღირებულება არ აქვთ, მაგრამ ეს სტერეოტიპი ვერ დამკვიდრდება, რადგან ფული წარმავალია!

ესაუბრა ცაბო გუგუნაშვილი

გაზეთი “ქართული სიტყვა”

ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...