planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/20120213045917dav-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრისას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი განიხილა. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.“ბუნებრივია, ვისაუბრეთ ჯვრის მონასტერზე, იმ თემაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია ამ პროცესში იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა ბუნებრივია ის, რომ ძირითად მოლაპარაკებას ჩვენ ვაწარმოებთ იერუსალიმის საპატრიარქოსთან”, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობას ისრაელის ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განხორციელდეს.ბაქრაძის თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოში ქნესეთის დეპუტატთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვა.ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ შეხვდა რელიგიის საკითხებში ქვეყნის მინისტრ იაკობ მარგს. ბაქრაძის განცხადებით, ჯვრის მონასტერი არის იერუსალიმის საპატრიარქოს მფლობელობაშია და ძირითადი მოლაპარაკებები სწორედ მასთან მიმდინარეობს, მაგრამ “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისრაელის სახელმწიფოც ადეკვატურად იყოს ინფორმირებული და ჩართული”.“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისრაელის მთავრობაც იყოს ჩართული, ვინაიდან სწორედ ისრაელის სახლემწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს მონასტერი და ამ სახელმწიფოს მთავრობის პოზიციას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მთავრობა იყოს ინფორმირებული და მხარს უჭერდეს ამ პროცესს. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ რელიგიის საკითხებში მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.ამასთან, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რელიგიის საკითხებში ისრაელის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება მზად არის, ქართულ მხარეს მოლაპარაკებების წარმართვაში და ამ საკითხის ყველა მხარისთვის სასიკეთოდ მოგვარებაში დაეხმაროს. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts