planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/vera-kobalia695-150x150.jpgამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი თბილისში ინვესტიციებს ბათუმის პროექტის დასრულების შემდეგ განახორციელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ განუცხადა.“ბათუმის პროექტის განხორციელება საკმაოდ სწრაფი რეჟიმით მიმდინარეობს. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს არქიტექტორებთან, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ლამაზი გამოდის. ბათუმის პროექტის მშენებლობის შემდგომ გაგრძელდება საუბარი თბილისის პროექტზე. პირველ ეტაპზე განხორციელდება ბათუმის პროექტი, ხოლო შემდგომ თბილისის”, – აღნიშნა ქობალიამ.მისივე თქმით, ამერიკელი მილიარდელი საქართველოში აპრილის მეორე ნახევარში ჩამოვა.ტრამპის ორგანიზაციასა და “სილქროუდ ჯგუფს” შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასული წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ბათუმსა და თბილისში Trump tower-ები უნდა აშენდეს. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts