planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60266.jpg რუსეთი საქართველოს პირობებს უყენებს. დუმაში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შემოიღოს, მაგრამ ამის სანაცვლოდ თბილისისგან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვს. ლავროვის თქმით, რუსეთის საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. `როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე ამიერიდან საქართველოში შესვლას ვიზების გარეშე შეძლებს, მას დაავიწყდა, რომ საქართველოში მოქმედებს ე.წ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს სწვევია, სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება,`- განაცხადა ლავროვმა.სერგეი ლავროვმა დღევანდელი გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველოზე საუბარს დაუთმო და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. რუსეთის მთავარი დიპლომატი აცხადებს, რომ მოსკოვი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არავის სთხოვს.`ამ საკითხზე მოლაპარაკებას არავისთან ვაწარმოებთ. ამ საქმეს ჩვენი დამოუკიდებელი მოკავშირეები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აკეთებენ. მათ ჩვენს კონტაქტებში ვუჭერთ მხარს. ჩვენი მიმართულება ასეთია - მხარს ვუჭერთ ამ პროცესებს, მაგრამ სუვერენული ქვეყნების ნაცვლად გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ,`- განაცხადა ლავროვმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts