Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - “ქართული ოცნების” აქცია ბათუმში


Recommended Posts

“მე თავისუფალი მოქალაქე ვარ” - ამ ლოზუნგით კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები დღეს ბათუმის იუსტიციის სახლის წინ  შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოქალაქებზე  ზეწოლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტი უსიტყვოდ, ხმამაღალი სტვენით გამოხატეს.

“ესენი არიან მოქალაქეები, რომლებმაც გამოხატეს თავისუფალი ნება, რომ მიეღოთ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა. ხელისუფლება ქვეყანაში ამკვიდრებს კლასიკური ტიპის ავტორიტარიზმს, ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რომ მთელი  საქართველოს მასშტაბით დაბარებულია დასაკითხად ოპოზიციის მხარდამჭერები და ჩვენ, ბუნებრივია, ვართ ჩვენი მომხრეების გვერდით.

აქცია “მე ვარ თავისუფალი მოქალაქე” ყოველთვის იქნება იქ, სადაც იქნება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვა”-”თავისუფალი დემოკრატების” წევრი  სულხან ღლონტი.

 

დღეს იუსტიციის სახლში “თავისუფალი დემოკრატების” წევრების დაკითხვა  დილის ათი საათიდან მიმდინარეობდა. ამ დროისთვის დაკითხულნი არიან:მერი ცენტერაძე, ოლეგ არველაძე, შოთა თოდაძე, იოსებ ბოლქვაძე, ირაკლი ბერიძე და ნუგზარ სელიმბა.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...