Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რესპუბლიკური პარტიის ცნობით, დაკითხვაში პოლიცია მონაწილეობს


Recommended Posts

რესპუბლიკური პარტია ავრცელებს ინფორმაციას კასპში მათი წარმომადგენლების დაკითხვის შესახებ.

 

პარტიის ცნობით,  ქალაქ კასპში პოლიციის თანამშრომელი  გიორგი დალაქიშვილი მივიდა რესპუბლიკური პარტიის კასპის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრის ანზორ მანძულაშვილის ოჯახში და მას და მის მეუღლეს დეტალურად გამოკითხა მათი ოჯახის წევრების საქმიანობის, მათი შემოსავლების და სხვა პირადი ინფორმაციების შესახებ.

 

რესპუბლიკური პარტიის კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხათუნა თათარაშვილის ცნობით, დღეს ქალაქ კასპში პოლიციამ დაიწყო იმ მოქალაქეებთან სახლში მისვლა და მათი დაკითხვა, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატისგან უწყებები მიიღეს.

 

ხათუნა თათანაშვილის განცხადებით, ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც არ გამოცხადნენ გამგეობის შენობაში დაკითხვაზე და პოლიციამ მათ თავად მიაკითხა სახლში.

 

ხათუნა თათანაშვილის ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის მეპატრონე გამგეობის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...