planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თორნიკე უსტარაშვილი, რომელიც სტუდენტური ბლოგის დამფუძნებელია, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მისი ორი მეგობარი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სცემეს."დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მოვდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად. უცბად,დაახლოებით რვა კაცი გარს შემოგვეხვია და გვერდზე გავიდეთო. ძალის გამოყენებით ჩემი ორი მეგობარი გაყვანეს მესამე კორპუსისკენ, მე მანამდე პატრულის გამოძახება მოვასწარი. სანამ მოვიდა ეკიპაჟი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი მეგობარი სცემს, ერთ-ერთს თავი აქვს გატეხილი. თავბრუსხვევები აქვს, როგორც ჩანს, ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მათგან ორის ამოცნობა შეგვიძლია, ერთ-ერთი იყო ბექა ახლოური, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, და მეორე იყი დათო ხეჩიკაშვილი, ასევე თვითმმართველობიდან. მათი მხრიდან იყო მუქარები - თუ კიდევ გააგრძელებთ წერას ბლოგზე და ა.შ. ამ წუთებში პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანაა უნივერსიტეტთან და ოქმებს ადგენენ. -ამბობს უსტარაშვილი.”ნეტგაზეთი” ვიდეომასალას შემთხვევის ადგილიდან მალე შემოგთავაზებთ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts