Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სტუდენტები თავიანთი ცემის შესახებ[video]


Recommended Posts

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისა და ბლოგერის, თორნიკე უსტარაშვილის მეგობრები აცხადებენ, რომ ისინი ”სტუდენტურ ბლოგზე” გამოქვეყნებული თვითვმმართველობის მამხილებელი ინფორმაციის გამო სცემეს.

სტუდენტური ბლოგის დამფუძნებელმა თორნიკე უსტარიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ორი მეგობარი - ზვიად მამფორია და გიორგი კოპალეიშვილი – თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დღეს, 14 მარტს სცემეს.

"დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მოვდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად. უცბად დაახლოებით რვა კაცი გარს შემოგვეხვია და გვერდზე გავიდეთო. ძალის გამოყენებით ჩემი ორი მეგობარი გაყვანეს მესამე კორპუსისკენ, მე მანამდე პატრულის გამოძახება მოვასწარი. სანამ მოვიდა ეკიპაჟი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი მეგობარი სცემს, ერთ-ერთს თავი აქვს გატეხილი. თავბრუსხვევები აქვს, როგორც ჩანს, ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მათგან ორის ამოცნობა შეგვიძლია, ერთ-ერთი იყო ბექა ახლოური, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, და მეორე იყი დათო ხეჩიკაშვილი, ასევე თვითმმართველობიდან. მათი მხრიდან იყო მუქარები - თუ კიდევ გააგრძელებთ წერას ბლოგზე და ა.შ. ამ წუთებში პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანაა უნივერსიტეტთან და ოქმებს ადგენენ. -ამბობს უსტარაშვილი.

უსტარაშვილის ნაცემმა მეგობარმა, ზვიად მამფორიამ კი ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თვითმმართველობის წევრებმა ის და გიორგი კოპალეიშვილი თსუ-ს მესამე კორპუსის ნულოვან სართულზე სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. უნივერსიტეტის დაცვა კი მხოლოდ საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ გამოჩნდა.

თსუ-ს დაცვის სამსახურის წევრებმა, კითხვაზე, რატომ ვერ შენიშნეს სტუდენტების ცემის ფაქტი უნივერსიტეტში, ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ”დაცვის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იყო” და თუ რა მოხდა, სამართალდამცავები გაარკვევენ.

თორნიკე უსტარაშვილი და მისი მეგობრები უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა. ზვიად მამფორია კი სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა გასინჯეს.

სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დაუკითხავთ თვითმმართველობის ის წარმომადგენლები, ვისაც სტუდენტები ცემაში სდებენ ბრალს.

”სტუდენტურმა ბლოგმა” არაერთხელ გამოაქვეყნა თსუ-ს თვითმმართველობის წევრების ”ფეისბუქზე” მიმოწერის ამსახველი ე.წ. სქრინშოთები, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სტუდენტები ერთმანეთს არიგებდნენ, თუ როგორ მიეღოთ პრივილეგირებული სამუშაო ადგილები სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში და  როგორ ეწარმოებინათ ანტიოპოზიციური ინტერნეტკამპანია.

უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი: ”დაცვის უფროსმა უკვე გამოიძახა პატრული. ყველა ვიდეომასალას პატრულს გადავცემთ და სრულად დავეხმარებით გამოძიებას. იმედია, დაზარალებულები, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მისცემენ ჩვენებას პატრულს.”

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...