Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - კვიტაშვილი უნივერსიტეტში ცემის ფაქტის ბოლომდე გამოძიებას ითხოვს


Recommended Posts

/get_img?ImageId=6731

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დღეს, 14 მარტს, უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ეზოში სტუდენტთა ცემის ფაქტთან დაკავშირებით ნეტგაზეთთან კომენტარს აკეთებს.

"უნივერსიტეტის მესამე კორპუსის ეზოში მოხდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი, რის შედეგადაც ორი სტუდენტი დაზარალდა. მათგან ერთი ძალიან ნაცემია, საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება. უნივერსიტეტის დაცვის მიერ გამოძახებული იყო ასევე პატრული. ამჟამად, პატრულის გარდა, უნივერსიტეტში მოსულია გამომძიებელიც. იღებენ ჩვენებებს.

ჩვენ, უნივერსიტეტი, როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად დავეხმარებით გამოძიებას. მსგავსი ძალადობის ფაქტი უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს. ეს უნდა აღიკვეთოს მაქსიმალური სიმკაცრით. პირადად მე ვთხოვ სამართალდამცველებს, რომ ბოლომდე გამოიძიონ ეს ფაქტი," - აცხადებს კვიტაშვილი.

კითხვაზე, გატარდება თუ არა უნივერსიტეტშივე რაიმე სანქციები იმ სტუდენტთა მიმართ, ვისი ბრალეულობაც დადგინდება, უნივერსიტეტის რექტორი პასუხობს, "სამწუხაროდ, უნივერსიტეტს რაიმე საგამოძიებო ფუნქციის შეთავსება არ შეუძლია, მაგრამ თუ დადასტურდება ვინმეს ბრალეულობა და თუ ეს იქნება უნივერსიტეტის სტუდენტი, თავისთავად იქნება ამაზე ლაპარაკი. გააჩნია, რა კვალიფიკაციას მიანიჭებენ ამ დანაშაულს. ბუნებრივია, ამ ფაქტს ადექვატური ზომები მოყვება უნივერსიტეტის მხრიდანაც."

ამავე თემაზე: სტუდენტები თავიანთი ცემის შესახებ

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...