Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - კუბლაშვილი “ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვისას დარღვევებს უარყოფს


Recommended Posts

</p>

 

/get_img?ImageId=6329<p>პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი კატეგორიულად უარყოფს კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში “ქართული ოცნების” წევრებისა და აქტივისტების ახსნა–განმარტებით დაკითხვაზე დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს.

 

“მე რამდენადაც ვიცი, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ჩემთვის ასეთი ფაქტები უცნობია. ყველა ის პროცედურა, რომელიც არის გამოყენებული, დარწმუნებული ვარ, რომ არის კანონის ფარგლებში,” – აღნიშნავს კუბლაშვილი.

 

მისივე განცხადებით, ის ინფორმაცია, რაც მას კონტროლის პალატისგან აქვს, “ქართული ოცნების” მიერ ჩადენილ დარღვევებს ეხება.

 

“როგორც კონტროლის პალატა აღნიშნავს, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, არის გარკვეული შემთხვევა, მათ შორის “ქართული ოცნების”, როდესაც მათი ხარჯები, რომელიც უკავშირდება ამა თუ იმ აქტივობას, ან ოფისის ქირაობას და ა.შ. არ არის დეკლარირებული შესაბამისად პარტიის მიერ. ეს შეეხება ოფისის ქირაობას “ქართული ოცნებისთვის” და ამის შესახებ ხელშეკრულება ფორმდება არა “ქართულ ოცნებასთან”, არამედ სხვა იურიდიულ პირთან. ასეთ შემთხვევაში ეს არის ამ იურიდიული პირის მიერ შემოწირულობის გაკეთება “ქართული ოცნებისთვის”. იურიდიული პირის მიერ შემოწირულობის გაკეთება აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით. შესაბამისად, ეს დარღვევაა და ამას მოჰყვება რეაგირება,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.

 

კუბლაშვილმა კანონის მოშველიებით აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში კონტროლის პალატას აქვს  ვალდებულება, გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და აქვე დასძინა, რომ არავის გამოუვა ამ საკითხის ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნა.

 

“რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას უნდა ამ საკითხის უტრირება და, მე არა მგონია, რომ ეს გამოვიდეს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ საკითხებზე საჭიროა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ყველა პარტიის ინტერესში თავადვე უნდა იყოს ის, რომ მსგავსი ინფორმაციები საჯარო გახადოს. სხვა ფორმის მოფიქრება, როგორ ავუაროთ გვერდი, როგორ დავარღვიოთ კანონი ისე, რომ  არ შეგვამჩნიონ, ასეთი რამ აღარ გაუვათ,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.

 

კონტროლის პალტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, "პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები - სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში. მხედველობაში გვაქვს, მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში და აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს, რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები.

 

ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ, მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ კერძო ფირმების-ძირითადად კი კომპანია შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას. ასეთივე დადასტურებული ინფორმაციებია სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. აღნიშნული განხორციელებულია ე.წ. „შავი ფულის“ სქემებით, კანონის გვერდის ავლის მიზნით და პოლიტიკური გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნების უგულვებელყოფით. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება მონიტორინგის პროცესის დასრულებისთანავე,” – ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

 

ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, გარანტირებულია პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის თავისუფლებით, პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის შემოწირულობის განხორციელების თავისუფლებით. მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეაგროვონ ხელმოწერები ცალკეული სუბიექტების მხარდასაჭერად, გაავრცელონ სააგიტაციო მასალა და ა.შ., მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში როგორც მოხალისედ, ასევე შესაბამისი კანონიერი ანაზღაურების ფარგლებში. ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა.

 

ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, – აღნიშნავს კონტროლის პალატა.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...