planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/karzaii.jpgთბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მიერ მოკლულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მისი ქმედებისთვის ბოდიში მოუხადა. ობამამ პირობა დადო, რომ ამ საქმის გარემოებები გულდასმით იქნება გამოძიებული და დამნაშავე დაისჯება. აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით მიუსამძიმრა აგრეთვე ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის. ობამას გარდა, ყარზაისთვის ბოდიშის მოხდამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტასაც მოუწია.<span style="font-size: 10pt;" />ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ყანდაღარის ინციდენტით შეძრულია. მან დაზარალებულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მეთაურის, გენერალ ჯონ ალენის განზრახვას – გამოიძიოს საქმის ყველა გარემოება და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს. ავღანეთის პრეზიდენტი მომხდარს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციას აძლევს. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts