Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბიზნესის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებთან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/image0011.jpg14 მარტს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი გახსნის ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ ქართველი ბიზნესმენებისათვის ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციას ბიზნესის განვითარებისა და ფრენჩაიზინგის თემაზე. კონფერენცია, რომელიც გამიზნულია 30 ბიზნეს-ლიდერის, სამთავრობო ორგანიზაციისა და ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლისათვის, 14-15 მარტს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართება.

კონფერენცია, სახელწოდებით “ბიზნესის წარმოება შეერთებულ შტატებთან”, მიზნად ისახავს ქართველი ბიზნესმენებისათვის იმ ცოდნის გაზიარებას, რომელიც მათ ამერიკულ კომპანიებთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებაში დაეხმარება. აღნიშნული კონფერენცია ნაწილია იმ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერისა, რასაც აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ახორციელებს. კონფერენცია ესადაგება პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების თემაზე მაღალი დონის დიალოგის გამართვის შესახებ.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...