planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 14 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიჯიტ ბრინკი გახსნის ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ ქართველი ბიზნესმენებისათვის ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციას ‘ბიზნესის წარმოება შეერთებულ შტატებთან’.14 მარტს, 11.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დადებული მემორანდუმის განახლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.14 მარტს, 12:30 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ ცენტრალურ ოფისში პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა: ‘ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურება ფასიანი ხდება’.მის: ჟ. კალანდაძის ქ. #3.საკონტაქტო პირი რუსუდან გურჩიანი – 599 55 29 49.14 მარტს, 12.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.თემა: ‘იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების შექმნის ინიციატივა, რომელსაც საფუძვლად დაედო ბოლო დროს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის უწყების საფუძველზე მოქალაქეების დაბარება და განმარტების მოთხოვნა’.მის: მაზნიაშვილის ქ. #23 (ვორონცოვი)საკონტაქტო პირები: კახა კახიშვილი, ირინა ფუტკარაძე – 2 359524.14 მარტს, 12:00 საათზე, ‘თავისუფალი საქართველოს’ ოფისში, პარტიისთავმჯდომარე, კახა კუკავა და პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე ბრიფინგს გამართავენ და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს წარადგენენ.მის: ფალიაშვილის ქ. #33 ა.14 მარტს, 12.00 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში, დავით კირკიტაძე სოფელ სართიჭალაში სოფლის განვითარების ცენტრის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.14 მარტს, 12:00 საათზე, ‘პრაიმ ტაიმის’ პრესკლუბში სტუმრად იქნება მოძრაობა ‘თეთრების’ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი.თემა: ‘მიმდინარე პოლიტიკა’.14 მარტს 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინ სტუდენტების აქცია გაიმართება.14 მარტს, 14.00 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ვიცე პრემიერ-მინისტრი, გიორგი ბარამიძე და ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი ეწვევიან.მის: გმირ კურსანტთა ქ. #1.14 თებერვალს, 15:00 საათზე, ‘ილიაუნი ბიზნეს რევიუს’ მიერ მომზადებული კვლევის ‘საქართველოს ყველაზე წარმატებული 50 კომპანია’ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.მის: გ. წერეთლის 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზი.14 მარტს, 17:00 საათზე, თეატრ-სტუდიაში ‘სახლი თეატრში’ მსახიობ ნინო ხომასურიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.მის: გლდანი, #39-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია.13 მარტს,17:30 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ევროკომისიის ექსპერტთა დელეგაცია ეწვევა.მის: გორგასლის ქ. #24 ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).14 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტრის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტუმების გამოფენა გაიხსნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts