planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/pepsi-150x150.jpgპეპსის ბოთლერი საქართველოში სს „იბერია რეფრეშმენტსი“ საინფორმაციო სივრცეში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებსსს „იბერია რეფრეშემნტსი“ ქართულ საინფორმაციო სივრცეში გასულ სიუჟეტებს ეხმიანება და კომენტარს აკეთებს. მენეჯმენტის განმარტებით, ქართულ პეპსიში გამოიყენება ევროპული ფორმულა და ისევე როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, 2004 წლიდან წარმოებული ქართული „პეპსი“ არასოდეს შეიცავდა და არც ამჟამად შეიცავს სიუჯეტებში დასახელებულ ნივთიერებას „მეთილიმიდაზოლ-4“-ს.თუმცა უნდა აღინიშნოს რომ „მეთილიმიდაზოლ-4“ წარმოიქმნება საჭმლის მომზადების პროცესშიც და მას შეიცავს ისეთი პროდუქტებიც კი, როგორებიცაა ყავა, შემწვარი კარტოფილი, ნაცხვრები, სოიოს სოუისი, ლუდი და სხვა. US National Toxicity (აშშ-ში პროდუქტებში მავნე ნივთიერებების მაკონტროლებელი ორგანიზაცია) ბოლო ანგარიშში საერთდ არ არის მოხვედრილი ეს ნივთიერება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში.სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, ასევე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ნორმებს, როგორებიცაა: The Food and Agriculture Organization of the United Nations, World health organization და ევრო კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს,“ – აცხადებს „პეპსის“ გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია.„ხარისხიანი პროდუქციის უზრუნველსაყოფად ჩვენი კომპანიის საქართველოს ოფისი მრავალსაფეხურიან კვლევებს და შემოწმებას 24–საათიან რეჟიმში ახორციელებს. მხოლოდ პროდუქციის დამზადების პროცესი 100-მდე სხვადასხვა ტიპის კვლევას მოიცავს. უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად საჭირო ნედლეულს კომპანია მხოლოდ პეპსის ცენტრალური ოფისის მიერ ლიცენზირებული მომწოდებლებისაგან ყიდულობს. საქართველოში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის სს იბერია რეფრეშმენტსი პეპსის „ხარისხის ოქროს სტანდარტით“ არის დაჯილდოვებული,“- აცხადებს ლომჯარია.კომპანია „იბერია რეფრეშმენტსი“ (იგივე პეპსი) აწარმოებს პეპსის, პეპსი მაქსს, პეპსი ლაითს, მირინდას, სევენ აპს, მაუნტინ დიუს. ასევე სს „იბერია რეფრეშემნტსი“ არის PepsiCo-ს სხვა ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი: ლიპტონი (ცივი ჩაი), ია (წვენი) და ფრუქტოვი სადი (წვენი). argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts