NEGUS Posted March 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2009 მარკიზ დე სადი http://i026.radikal.ru/0903/6c/f26cd0d1a718.jpg ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ჰედონისტი, ათეისტი, ლიბერტინაჟის მიმდევარი და საერთოდ, ძალიან საინტერსო პიროვნება. დე სადის სრული სახელი არის დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი. საყოველთაოდ ცნობილია მარკიზ დე სადის სახელით. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებებით, რომლებშიც შედის ძალმომრეობისა და პორნოგრაფიის ამსახველი პასაჟები, რასაც, ისევე როგორც თავის აღვირახსნილ ცხოვრებას, ავტორი ფილოსოფიურ გამართლებას აძლევს. თავისი რომანებისა და ცხოვრების სტილის გამო სადმა 30 წელი ციხეში გაატარა. სადის სახელიდან გამომდინარე ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ ებინგმა შემოიღო სიტყვა "სადიზმი", რაც ნიშნავს სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და "სექსუალურ აღგზნებას". სადი დაიბადა 1740 წლის 2 ივნისს პარიზში, ოტელ დე კონდეში, ძველი არსტოკრატის, გრაფი ჟან-ბატისტ ფრანსუა ჟოზეფ დე სადის, მეზანის მარკიზისა და მარი-ელეონორ დე ლაიე დე კარმენის ოჯახში. დედა, კარმენის მარკიზის ქალიშვილი, პრინცესა კონდეს სეფექალი იყო. დიპლომატი მამა კი კოლონის პრინცს ემსახურებოდა. 1745 წლიდან სადზე მზრუნველობას იღებს მამამისის ძმა, აბატი დე სადი. ბავშვი განათლებას იღებს ებრეილის სენ-ლეგერის სააბატოში, შემდეგ სომანში. 1750 წელს სადი შედის პარიზში ლუი-ლე-გრანის ლიცეუმში, რომელსაც იმ დროს იეზუიტები მართავდნენ. ამ პერიოდში იწყება მისი გატაცება თეატრითა და სცენით. აქვე გაიცნობს აბატ ამბლეს, რომელიც მას კერძო გაკვეთილებს უტარებს. 1754 წელს 14 წლის სადი შედის შვო-ლეჟერის სკოლაში, რომელიც არისტოკრატებისთვის იყო განკუთვნილი. აქ იწყება მისი სამხედრო კარიერა. მომავალ წელს იგი მეფის ინფანტერიის შენაერთში უმცროს ლეიტენანტად ინიშნება. 1757 წელს იგი შვიდწლიან ომში მონაწილეობს. 1759 წელს მას ბურგონის კავალერიაში კაპიტნის წოდებას მიანიჭებენ. აქედან მოყოლებული იგი პარიზში მსახიობებისა და კურტიზანი ქალების ხშირი სტუმარია. ომის დასრულების შემდეგ სადი დემობილიზირებული იქნება 1763 წლის მარტში. იგი ბინავდება ლა კოსტის ოჯახურ ციხე-სიმაგრეში. აქ ხვდება ლორ დე ლორის, რომელიც შეუყვარდება და ცოლად მოყვანა სურს. მაგრამ ოჯახი ამას ეწინააღმდეგება და საბოლოოდ სადი იძულებული ხდება ცოლად შეირთოს მდიდარი მაგისტრანტის ქალიშვილი, რენე-პელაჟი დე მონტეილი, რომლის ოჯახსაც დიდი კავშირები აქვს სამეფო კარზე. ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ სადს მეფის ბრძანებით აპატიმრებენ აღვირახსნილობისა და დებოშის გამო და 15 დღით ციხეში სვამენ. მამის ჩარევის შემდეგ, ნოემბერში ათავისუფლებენ, თუმცა იძულებულია დარჩეს ნორმანდიაში, ცოლის ოჯახის მამულში. 1764 წელს სადს პარიზში დაბრუნების უფლებას რთავენ, იმავე წელს იგი იღებს ბურგონის პარლამენტში გენერალ ლეიტენანტის წოდებას, რაც მას მემკვიდრეობით დარჩა მამის გადადგომის შემდეგ. ივლისის თვეში იწყება მისი ურთიერთობა იტალიელ მსახიობ ქალთან, მადმუაზელ კოლესთან, იგივე კოლეტთან. მომავალ წელს უკვე სხვა მსახიობთან, მადმუაზელ დე ბოვუაზენთან აბამს კავშირს. იგი საცხოვრებლად თავის სასახლეში გადმოჰყავს და ხალხს საკუთარ მეუღლედ ან მეუღლის ნათესავად აცნობს. ერთი წლის შემდეგ სხვა ქალებით, ჯერ მეძავი მადმუაზელ დორვილით, შემდეგ კი მოცეკვავე მადმუაზელ ლერუათი ინტერესდება. 1767 წლის იანვარში მამა გარდაიცვლება და სადი მემკვიდრეობით იღებს ლა კოსტის, მაზანის, სომანის მამულებს და გრაფის წოდებას, თუმცა ცხოვრების ბოლომდე თავის თავს მარკიზს უწოდებს. ამავე წელს მიატოვებს 5 თვის ორსულ ცოლს და ბოვუაზენთან შესახვედრად ლიონში მიემგზავრება. 27 აგვისტოს იბადება სადის პირველი ვაჟი, ლუი-მარი. სადი დედაქალაქში ბრუნდება და იწყება მისი ახალი გატაცება ახლა უკვე ბალეტის მოცეკვავე მადმუაზელ რივიერასთან. ამ დროისთვის მარკიზის რეპუტაცია უკვე ძალიან შერყეულია. 1768 წელს მარკიზს ისევ აპატიმრებენ 6 თვით. 1772 წელს მას ბრალად დასდებენ ერთ-ერთი მეძავი ქალის მოწამვლას ე.წ. "ესპანური ბუზით". ეს უკანასკნელი არის მწერი, რომელიც იწვევს ადამიანის სასქესო ორგანოების გადიდებას და აღმგზნებ საშუალებას მიეკუთვნება. სადი იტალიაში გაქცევას მოასწრებს, საფრანგეთში კი მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. 1777 წელს მას აპატიმრებენ, მაგრამ ცოლის ოჯახის ჩარევის შემდეგ სასიკვდილო განაჩენს სამუდამო პატიმრობით შეუცვლიან. სწორედ ციხეში ყოფნის დროს მოწყენილობის გასაქარვებლად იწყებს სადი წერას. 1790 წელს რევოლუციის პერიოდში მას, ისევე როგორც მეფის დროს დაპატიმრებულ ბევრ ადამიანს, ათავისუფლებენ. ამ პერიოდში მისი ორი ვაჟი ემიგრაციაშია წასული, ქონება განიავებულია და უსახსროდ დარჩენილი სადი იძულებულია თეატრალური პიესების წერით ირჩინოს თავი. 1793 წელს მას ისევ სიკვდილს მიუსჯიან, თუმცა ამჯერად გილიოტინას ადმინისტრაციული შეცდომის გამო გადაურჩება. 1801 წელს მას ისევ აპატიმრებენ, ამჯერად მის ნაწარმოებებში ასახული პორნოგრაფიული ძალადობის გამო და შარანტონის საგიჟეთში ჩაკეტავენ. მიუხედავად მისი პროტესტისა და სრულიად საღი აზროვნებისა, სადი აქ სიცოცხლის ბოლომდე დარჩება. მარკიზი დე სადი გარდაიცვალა 1814 წლის 2 დეკემბერს, 74 წლის ასაკში. აქედან 30 წელი მან ციხეში გაატარა. რომანები და ნოველები:დიალოგი მღვდელსა და მომაკვდავს შორის, 1782.სოდომის ასოცი დღე ანუ ლიბერტინაჟის სკოლა, 1785.ალინა და ვალკური, ანუ ფილოსოფიური რომანი, 1786.ჭეშმარიტება, 1787.სათნოების უბედურებები (ჟუსტინის პირველი ვერსია), 1787.ჟუსტინი ანუ სათნოების უბედურებები, 1788.ფილოსოფია ბუდუარში ანუ ამორალური მასწავლებლები, გამოქვეყნებული 1795 წელს.ახალი ჟუსტინი, 1797.სიყვარულის დანაშაულებები, ჰეროიკული და ტრაგიკული ნოველები, 1800.ეჟენი დე ფრანვალი 1788.მარკიზა დე განჟი, 1813.დორსი ანუ ბედის უცნაურობები, 1881. თეატრი:უცოდველი, 1781.უპასუხისმგებლო, 1783.გიჟური გამოცდა, ანუ მალემრწმენი ქმარი, 1783.ოქსტიერნი ანუ ლიბერტინაჟის უბედურებები, 1791. მოკლედ - ძალიან გარყვნილი ტიპი იყო... ვინმეს მოგეპოვებათ მაგის რომელიმე ნაწარმოები ქართულ ან რუსულ ენაბზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted April 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2009 წაკითხული არ მაქვს სამზუხაროდ, სამაგიეროდ ფილმი მაქვს ნანახი დესადზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted April 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2009 რომელი ფილმია? ბიოგრაფიულ/დოკუმენტური? თუ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted April 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2009 მხატვრულ/ბიოგრაფიული აი ეს რა http://avoe.ge/movies/one.php?mid=7557 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted April 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2009 მადლობა ლინკისთვის, აუცილებლად ვნახავ ამ ფილმს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
frusciante Posted April 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2009 ეგ ის ბოზი კაცი არ იყო მეძავებს მოწამლულ კამფეტებს რომ აჭმევდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gull Posted May 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2009 რა ვქნა ჯერ ადრეაა მითხრეს http://pinky.ge/Smiles/Yellow/qlib.gif როცა დრო მოვა გავეცნობი http://pinky.ge/Smiles/Yellow/smile.gif მაგრამ ჭკვიანი ადამიანებისგან მსმენია რომ გენიალურია იყო და განუმეორებელი http://pinky.ge/Smiles/Pinky/wub.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Kagerou Posted June 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2010 120 days of sodom დავიწყე ამ ზამთარს და დაახლ 50 გვერდი წავიკითხე მარტო, ახლა ვაპირებ დამთავრებას XD მთავარი 'მოვლენები' რომ იწყებოდა იქ გავჩერდი და ^^' Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.