planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60253.jpg თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები სტუდენტებსა და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებს შეხვდნენ, სახელმწიფო ანტინარკოტიკული პროგრამის დეტალები გააცნეს და საზოგადოებასთან ერთად აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ანტინარკოტიკული კამპანია მთავრობის ინიციატივით დაიწყო და მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება. ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიურად ჩართულია საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, პროკურატურა, თბილისისა და სხვა რეგიონული თვითმმართველობები. თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, თბილისის მერია სარეაბილიტაციო ცენტრის დაპროექტებაზე მუშაობს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts