planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 დღეს თავდაცვის სამინისტროში სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მოსწავლეების ამბობენ, რომ მათ თავდაცვის აკადემიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათივე განცხადებით, დაახლოებით დღის 1 საათზე მათ გაკვეთილები შეუწყდათ და სამინისტროში წაიყვანეს. მოსწავლეების ინფორმაციით, მათ თავდაცვის აკადემიაში სწავლის პირობები გააცნეს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე მათგანი ჩაბარებას გადაწყვეტს: “გაგვაცნეს პირობები, როგორ შეიძლება ჩავირიცხოთ აკადემიაში, რისი ჩაბარება მოგვიწევს, რას ვისწავლით და ა.შ.”, – ამბობს 54–ე საჯარო სკოლის ერთ–ერთი მოსწავლე. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა, მხოლოდ უფროსკლასელები იმყოფებოდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts