Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საია კონტროლის პალატას დაკითხვაზე მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს


Recommended Posts

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გამოეხმაურა რეგიონებში კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების დაკითხვას.

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული იმ ფაქტის შესახებ, რის თაობაზედაც ხდება მათი დაბარება ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად. უფრო მეტიც, თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლებით.

 

პროცესი უნდა იყოს საჯარო და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, მისცეს თითოეულ მოქალაქეს დაცული უფლების რეალიზების საშუალება.

 

"საია" მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატას, ობიექტურობის და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა,” – ნათქვამია “საიას” განცხადებაში.

 

"საიას" ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ახსნა-განმარტების ჩამორთმევა მიმდინარეობს ბათუმშიც, მოქალაქეები დაბარებულნი არიან ქუთაისშიც.

 

ამ წუთებშიც გრძელდება მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც საიას ადვოკატები წარმოადგენენ რამდენიმე პირის ინტერესს. ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხდება დაბარებული პირების პირადი შემოწმება უსაფრთხოების მიზნით, რომელსაც, საიას ადვოკატების განცხადებით, რიგ შემთხვევებში, შეურაცხმყოფელი ფორმა აქვს. კონტროლის პალატის წარმომადგენლები ახსნა-განმარტების ჩამორთმევის დროს ინტერესდებიან რამდენიმე საკითხით: არის თუ არა მოქალაქე რომელიმე პარტიის წევრი, ავრცელებს თუ არა „ქართული ოცნების“ გაზეთებს, აგროვებდა თუ არა ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და, შესაბამისად, იღებდა თუ არა ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ კითხვების დასმა დაბარებული პირებისთვის მიმდინარეობს რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც მოქალაქეების მხრიდან დამთრგუნველად აღიქმება.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროცესებშიც და ახორციელებს მომმართველებისათვის უფასო სამართლებრივი დამხარების გაწევას. ყველა პირს, ვინც ჩათვლის, რომ ესაჭიროება სამართლებრივი დახმარება, შეუძლია მიმართოს ორგანიზაციის როგორც თბილისის, ასევე რეგიონულ ოფისებს.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...