planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/839-300x2252.jpgმეოთხე წელიწადია, რაც გერმანიაში ფუნქციონირებს მოზარდთა მუსიკალური ტალანტის განვითარების საერთაშორისო პროექტი “კამერტონი”. პროექტის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. “კამერტონის” ერთ-ერთი პრიორიტეტია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ მოზარდთა გასტროლების მოწყობა და გერმანელ თანატოლებთან ერთობლივი კონცერტების გამართვა გერმანიის ქალაქებში და ვინაიდან, პროექტი გაცვლითი ხასიათისაა, მსგავსი კონცერტების გამართვა გერმანიაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების სამშობლოში. “კამერტონის” ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი.“კამერტონის” პარტნიორი ქვეყნების რიგს შარშან 10 ივნისს საქართველოც შეემატა. პროექტში საქართველოს წარმომადგენელია “მუსიკალური ხელოვნების ცენტრის” ხელმძღვანელი, პიანისტი ირმა რუხაძე. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიუდმილა ფონ ბერგი რამდენიმე დღის მანძილზე ეცნობოდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუსიკალური სკოლისა და სასწავლებლის აღსაზრდელთა შემოქმედებას. ახალი თაობის მუსიკოსთა შთამბეჭდავმა პროფესიულმა დონემ სტუმრის მაღალი შეფასება დაიმსახურა. რამდენიმე ათეული მოზარდი მუსიკოსიდან შეირჩა ექვსი, ვინც 17-24 მარტს ბერლინში ოთხ კონცერტსა და ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას _ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ე.წ. “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები ანი გიგაური (ფორტეპიანო), სენდი ვართანოვი (ვიოლინო), სანდრო სიდამონიძე (ვიოლონჩელი), ევგენი მიქელაძის სახელობის მე-2 ცენტრალური სასწავლებლის აღსაზრდელები გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ინალი ჯიოევი (ჰობოი) და ლია ნიქაბაძის საავტორო სამუსიკო სკოლის მოსწავლე დავით ჯინჯიხაძე (ფორტეპიანო).ახალგაზრდებს ძალზე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა აქვთ მომზადებული გერმანელი მსმენელებისთვის _ როგორც სოლო ნომრები, ასევე ანსამბლები. ცხადია, დასავლეთევროპელი და ამერიკელი კომპოზიტორების ქმნილებებთან ერთად, პროგრამაში შეტანილია ქართული მუსიკაც _ სულხან ცინცაძის მინიატურები, ოთარ თაქთაქიშვილის “შაირი”, მერი დავითაშვილის “ხორუმი”, მერაბ ფარცხალაძის “მოგონება”, ახალგაზრდა კომპოზიტორის თენგიზ ნოზაძის საგანგებოდ ბერლინში მიმავალი ამ მუსიკოსებისთვის შექმნილი სექსტეტი სახელწოდებით “სახუმარო”.ახალგაზრდა მუსიკოსები აუდიტორიას უმასპინძლებენ სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში, ასევე კონცერტს გამართავენ ბერლინში საქართველოს საელჩოში. კონცერტების გარდა, პროექტის ფარგლებში თბილისელი მოზარდები ჩაერთვებიან სარეპეტიციო სამუშაოებში კარლ ფილიპ ემნუელ ბახის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის აღსაზრდელ გერმანელ თანატოლებთან, მომავალ კოლეგებთან ერთად, რაც აქტიური შემოქმედებითი კონტაქტის დამყარების საუკეთესო ფორმაა.“კამერტონის” ეგიდით ახალგაზრდა გერმანელ მუსიკოსებს გაისად უკვე საქართველო უმასპინძლებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts