planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/logo-cartlis-227x300.jpgავსტრიული კომპანია „ნუფარმი“–ს წამყვანი სპეციალისტები ქართველი აგრონომებისთვის და კომპანია „კარტლისი“-ს დილერებისთვის 14 –15 მარტს, სიღნაღში, სასტუმროში „გალავნის კარი“ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარს გამართავენ.„კარტლისი“–ს მენეჯმენტის ინფორმაციით, ავსტრიული კომპანია „ნუფარმი“ მცენარეთა დაცვის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. სიღნაღში სემინარს სწორედ ამ კომპანიის წამყვანი სპეციალისტები ჰერბერტ ფეიფერი და ბერნდ ბელიცი გაუძღვებიან.„ნუფარმი ყოველწლიურად გზავნის ჩვენთან წამყვან სპეციალისტებს სემინარის ჩასატარებლად, რათა ჩვენი თანამშრომლები და დილერები მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებულ სიახლეებს პერმანენტულად ეცნობოდნენ. შესაბამისად, მომხმარებელს მუდმივად ვუწევთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას ამა თუ იმ პრერაპატის გამოყენების და მეურნეობის მართვის საკითხებში, რაც საერთო ჯამში მაღალი მოსავალის და შემოსავალის საფუძველია,“-აცხადებს „კარტლისი“–ს ხელმძღვანელი რობერტ რევია.კომპანია „კარტლისი“ „ნუფარმთან“ 1999 წლიდან თანამშრომლობს და საქართველოში კომპანიის ოფილიალურ დილერს წარმოადგენს. „კარტლისი“ დისტრიბუციას უწევს „ნუფარმის“ წარმოებულ ისეთ ცნობილ მცენარეთა დაცვის საშუალებებს, როგორებიცაა „კლინი“, „ჩემპიონი“, „ლენტემული“, „მისტიკი“ და სხვა.“ნუფარმთან ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ საქართველოს ბაზარზე მაღალი ხარისხის, მსოფლიო სტანდარტის მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვართ წარმოდგენილი. „ნუფარმის“ მცენარეთა დაცვის საშუალებების დიდი ნაწილი უკვე კარგად ცნობილია ქართველი ფერმერებისთვის. ისინი გვენდობიან და შესაბამისად, ჩვენც მუდმივად ვცდილობთ უზრუნველვყოთ მომხმარებელი მაღალი ხარისხის პროდუქციით და კონსულტაციით,“- აცხადებს რობერტ რევია.კომპანიის ინფორმაციით, „ნუფარმის“ სემინარი ორ დღეს გასტანს, ხოლო მარტის მეორე ნახევარში კომპანიას კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის “დიუპონის“ სპეციალისტები ეწვევიან. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები „კარტლისი“–ს დილერებისა და თანმშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე იმართება. ამასთანავე, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად კომპანიის აგრონომები სხვადასხვა ქვეყნებსაც სტუმრობენ.კომპანია „კარტლის“–ი (ყოფილი „გარემო და ანალიტიკა“) 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, Bejo, TimacAgro და Stet Holland. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში, ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts