planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/cover-300x199.jpgჩვენ გვიყვარს ჯანსაღი ცხოვრება- ანტინარკოტიკული პროგრამა გრძელდება.თბილისის მერი გიგი უგულავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები სტუდენტებსა და ნარკოდამოკიდებული ოჯახის წევრებს შეხვდნენ.როგორც გახდა ცნობილი სახელმწიფომ აბტინარკოტიკული პროგრამა დაიწყო.იგეგმება სხვადასხვა პროექტის განხორციელება.გიგი უგულავას ინიციატივით, თბილისის მერია სარეაბილიტაციო ცენტრის დაპროექტებაზე მუშაობს. საქართველოს პარლამენტში მუშავდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის მიმართვას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინიციატივით მთელი წლის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება, რათა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობაში მისი დანერგვა.ღოგორც ირკვევა სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემადაც კი მიიჩნევს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები აღნიშნა თბილისის მერმა.მისივე ტქმით სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია, რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts