planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/logocsk-300x20521.jpgსაარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს პოლიტიკური პარტიებისგან საჩუქრების მიღება აეკრძალათამ საკითხს დღეიდან ეთიკის კოდექსი დაარეგულირებს. კერძოდ “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში”, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაამტკიცა და ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა.საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს დაევალათ არ მიიღონ საჩუქარი ან რაიმე სარგებელი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციისა ან იმ პირისაგან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.ამას გარდა, მოხელეები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო პერიოდში არ დაესწრონ წვეულებებს, ბანკეტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან იმ პირის მხრიდან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში;ეთიკის კოდექსის მიხედვით, მოხელის ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, საარჩვენო ადმინისტრაციის მოხელემ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომლის წარუდგენლობაც აღნიშნულ ვადაში შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.საარჩევნო პერიოდში მოხელეებს მოუწევთ თავი აარიდონ ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს.ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საარჩევნო მოხელეებს ქმედებები დისციპლინალურ გადაცდომად ჩაეთვლებათ და დაისჯებიან როგორც “საარჩევნო კოდექსის”, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts