planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/th.php_4-300x221.jpgპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც ,,ქდმ“-ს წევრმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის საკითხით, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის თემის გადაფარვას ცდილობს, დეპუტატმა კობა ხაბაზმა ოპონენტებს ქართულ ძეგლებთან და აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით პოპულიზმისთვის თავის დანებება მოუწოდა.“1990 წელს თურქეთში ვიმყოფებოდი, სადაც ყველა ქართული ძეგლი მოვინახულე და თან ექვთიმე თაყაიშვილის წიგნი “მოგზაურობა” მქონდა. ამ წიგნში იყო დასურათებული, თუ რა ვითარებაში იყო ეს ძეგლები თაყაიშვილის მოგზაურობის დროს. მართლაც შემზარავი სხვაობა იყო. როდესაც მე ვიყავი, მაშინ ოპიზას მხოლოდ საძირკველი იყო დარჩენილი. დღეს რომ ვნახულობთ რა მდგომარეობაშია იშხანი, ოშკი და პარხალი, ვხვდებით, რომ ამ საქმეს ძალიან სწრაფად თუ არ მივხედავთ, ნგრევას არ შევაჩერეთ, ჩვენი შთამომავლობის წინაშე დანაშაულს ჩავიდენთ და მომავალ თაობებს ოპიზას საძირკველის ძებნა მოუწევთ, რომელიც ჩვენი სიამაყე და სიდიადეა”, – განაცხადა ხაბაზმა.დეპუტატის თქმით, “ბაღათურიას თანაფრაქციელები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე არ საუბრობენ, მაშინ, როდესაც ბაღათურია აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ოკუპაციას უწოდებს”.“თურმე მეჩეთის მშენებლობა ოკუპაცია ყოფილა. ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს – ოღონდ პოპულიზმი, ოღონდ თავის გამოჩენა და რას იტყვიან არ დაეძებენ! „-განაცხადა ხაბაზმა.მისივე თქმით, ბათუმში ხის აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა მართლაც არაფერია, მითუმეტეს ადგილს ჩვენ განვსაზღვრავთ.,,ნეტა, აღგვადგენინონ ბანა, ოთხთა ეკლესია, ოპიზა და თუ უნდათ, კიდევ ოთხი მეჩეთიმ ააშენონ, თუნდაც ჩემს სახლთან ქობულეთში” – განაცხადა ხაბაზმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts