Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge კონტროლის პალატამ მოქალაქეებზე ნადირობის სეზონი გახსნა


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/ChamberOfControl-150x150.jpgკონტროლის პალატამ როგორც მოსალოდნელი იყო მოქალაქეებზე ნადირობის სეზონი გახსნა, ამ უწყების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის აგრესიული ტონით ჟურნალისტების დამშვიდება „ქართულ ოცნებას“ არ შევეხებითო და მოქალაქეებს პრობლემებს არ შეუქმნითო, რბილად რომ ვთქვათ ტყუილი გამოდგა.

ნადირობის სეზონი კონტროლის პალატამ გუშინ 12 მარტს გახსნა. ქრონომეტრაჟულად რომ მივყვეთ უფრო ნათელი გახდება პალატის „მიზნები და ამოცანები“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მესამე სართულზე, გასულ ღამეს კონტროლის პალატამ ასობით ლანჩხუთელი დაკითხა.

როგორც“ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკითხვის მიზეზი “ქართული ოცნების” მიერ გადარიცხული თანხებია.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის მესამე სართულზე მობილიზებული იყო პოლიცია რომელიც რიგით მოქალაქეებს და  ჟურნალისტებს შენობის მესამე სართულზე არ უშვებდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ხელმძღვანელის, ეთერ ჭყონიას თქმით, მისთვის უცნობია, რატომ არ უშვებენ ადამიანებს მესამე სართულზე.

“კონტროლის პალატამ გვთხოვა ორი ოთახის დათმობა და ჩვენ დავუთმეთ. ვიცით, რომ იქ მოქალაქეებს ესაუბრებიან. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.მხოლოდ ვიცი ის, რომ იქ ასულ ადამიანებს ეკითხებიან ვინ არიან. ჩვენ მხოლოდ ოთახები დავუთმეთ, მეტი არაფერი ვიცი, _ განაცხადა  ჭყონიამ.

ასევე გახდა ცნობილი, რომ ლანჩხუთის გამგეობის მესამე სართულზე არ შეუშვეს “გურია ნიუსის” ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი და ოპერატორი. ჟურნალისტი რამდენიმე წუთით კანცელარიაში გააჩერეს და შემდეგ შენობა დაატოვებინეს.

დაახლოებით 50-მდე ჩოხატაურელს, კონტროლის პალატის უწყება გუშინ დილით მიუვიდათ. უწყების თანახმად, ეს ადამიანები დღეს, წერეთლის ქუჩა #2-ში, პირველ სართულზე არიან დაბარებულები, თუმცა მითითებული არ არის, რომელ ქალაქში.

აღსანიშნავია, რომ უწყება დევს კონვერტში, რომელსაც არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი. უწყებას ხელს აწერს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, ვინმე გიორგი ამირანაშვილი.

აღნიშნულბ მისამართზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მდებარეობს, სადაც  არავინ იცის რა ხდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, ის მსგავს ინფორმაცის არ ფლობს.

„არ ვიცი, პირველად მესმის, რომ კონტროლის პალატა ჩოხატაურელებს იბარებს, მით უმეტეს, მუნიციპალიტეტის შენობაში“, _აღნიშნა ხუნდაძემ.

ასევე იმერეთსა და სამეგრელოში ასობით “ქართული ოცნების” მხარდამჭერს გუშინ ღამით კონტროლის პალატამ დაკითხა.

გუშინ ღამით, კონტროლის პალატიდან შეტყობინება”რესპუბლიკური პარტიის” საქალაქო ორგანიზაციის 14-მა წვერმა და ამავე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაიციის ორმა წარმომადგენლმა მიიღო.

 

დაკითხვა დღეს

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარეობს ”ქართული ოცნების” 5 მხარდამჭერის (ასმათ ცინცაძე, ნანა დოლიძე, ნოდარ დოლიძე, ნათია ბურჭულაძე, ხათუნა ხორიშვილი) დაკითხვა, ხოლო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის კახა ბექთაშვილის დაკითხვა კი აჭარის ა/რ-ის კონტროლის პალატაში მიმდინარეობს.

 

ამის შესახებ ”ექსპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” რეგიონალური პოლიტიკის თემატური ჯგუფის წევრმა ასლან ლორთქიფანიძემ ბათუმიდან აცნობა.

მისივე ინფორმაციით, ამ მოქალაქეებმა გუშინ მიიღეს უწყება კონტროლის პალატიდან.

ლორთქიფანიძემ აღმიშნა, დღეს კონტროლის პალატის მიერ დაკითხვაზე მყოფი ადამიანები ბათუმში არიგებდნენ ”ქართული ოცნების” გაზეთს, რამდენიმე თვის წინ კი აგროვებდნენ ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ეს არის აქტივისტების და მოსახლეობის დაშინების უშედეგო მცდელობა.

”ამ გზით ხელისუფლება ”ქართული ოცნების’ აქტიურობას არათუ შამცირებს, პირიქით – გაზრდის” – აცხადებს ლორთქიფანიძე

 

ზუგდიდში ადმინისტრაციულ შენობასთან  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოქალაქეების რიგი დგას.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ზუგდიდიდან იუწყება.

მისივე ცნობით, ამ წუთებში დაკითხვაზე “რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივი ორგანიზაციის პრესსამსახურის უფროსი მაია ღურწკაია იმყოფება.

არცერთი მოქალაქე კონენტარს არ აკეთებს, თუმცა ისინი აცხადებენ რომ დაშინებულები არიან. გამგეობის შენობაში იმყოფება „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე წევრიც.

კონტროლის პალატის უწყება ზუგდიდში 19 ადამიანს აქვს მიღებული.

 argumenti.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...