Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” მოქალაქეთა მასიურ დაკითხვებს ეხმაურება


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/es-shen-gexeba41-150x150.jpgკოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გურიაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მასობრივ დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეების დაბარება და დაკითხვა ადგილობრივი თვითმმართველობების შენობებში მიმდინარეობს.

“2012 წლის 12 მარტიდან, გურიაში დაიწყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მასობრივი დაბარება და დაკითხვა, რომელიც საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეგიდით, ადგილობრივი თვითმმართველობების შენობებში ეწყობა. უწყება, რომლითაც მოქალაქეები ახსნა-განმარტების მისაცემად არიან დაბარებულები, არაა დამოწმებული ოფიციალური ბეჭდით, არ შეიცავს თარიღს, რეგისტრაციის ნომერს, გამოცხადების ზუსტ მისამართს, დაბარების მოტივაციას (თან ერთვის უწყების ასლი)”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაკითხვას კონტროლის პალატის წარმომადგენელთა გარდა, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

http://www.interpressnews.ge/ge/pictures/artimages/image4/d78cc5317c9d171a05d941c9016df8dc.jpg“ადმინისტრაციული შენობები პოლიციელებით, სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებითაა გარშემორტყმული, ჟურნალისტებს, და რაც მთავარია, უწყებით გამოძახებული მოქალაქეების ადვოკატებს, არ ეძლევათ უფლება შევიდნენ შენობაში. თითოეული ადამიანის დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“არჩევნის თავისუფლებისთვის” ცნობით, დაბარებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ.

“უწყება მიუვიდა გაზეთ “გურია ნიუსის” გამომცემლის, კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლის, ია მამალაძის ძმას – ზაალ მამალაძეს, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წევრი, არაა ჩართული არავითარ პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება, საქართველოს კონტროლის პალატის მეშვეობით, ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს “გურია ნიუსის” გამომცემელზე და კამპანიის – “ეს შენ გეხება” აქტიურ მიმდინარეობაზე”, – აცხადებენ კოალიციაში.

კოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს “კანონიერ საფუძვლებს მოკლებული ქმედება”, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს თხოვნით, “გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი მედიასაშუალების, ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებები და უსაფრთხოება”.

კონტროლის პალატა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას დღესაც განაგრძობს.

რეგიონებში აღნიშნულმა პირებმა კონტროლის პალატისგან დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის უწყებები მიიღეს: “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად”.

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...