planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/bd56-150x150.jpgკონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ რეგიონებში კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების დაკითხვასთან დაკავშირებით უწყების ხელმძღვანელმა, ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა. როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ხდება ინფორმაციის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა”.“ხდება ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარმოდგენილი”, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.“ქართული ოცნების” წარმომადგენლების ინფორმაციით, რეგიონებში მათ აქტივისტებს, რომლებიც რეალურად კოალიციის შემომწირველები არ არიან და “ქართულ ოცნებასთან” მათი საქმიანობა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ ან მათ მიერ გამოშვებულ გაზეთებს არიგებენ, “სხვადასხვა შენობებში, მათ შორის გამგეობებში ინტენსიურად იბარებენ და კითხავენ”.კონტროლის პალატა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ოპოზიციური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას განაგრძობს.რეგიონებში აღნიშნულმა პირებმა კონტროლის პალატისგან დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის უწყებები მიიღეს: “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად” argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts