planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/fb1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და ის, თუ ვისთან აწარმოებს ქართული მხარე მოლაპარაკებებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ვიზიტით ისრაელში იმყოფება, გამგზავრებამდე იგი შეხვდა და ესაუბრა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს.“პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება შესაძლებლობა, ვიზიტისას განიხილოს ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული საკითხი. დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს, თუ ვის შეხვდება და კონკრეტულად ვისთან ექნება მას მოლაპარაკებები”, – განაცხადა მანჯგალაძემ.კითხვაზე, დაწყებულია თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში შესაძლოა, იგულისხმებოდეს შიდა მოლაპარაკებები და შიდა სამუშაოები.“მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მოლაპარაკებებში შესაძლოა, იგულისხმებოდეს შიდა მოლაპარაკებები და შიდა სამუშაოები, ანუ მოლაპარაკებები დაწყებულია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts