planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60243.jpg ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი დღეიდან მიხეილ მაჭავარიანი იქნება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამ თემასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ბატონი ზურაბ მელიქიშვილი. ამ წლების განმავლობაში პარტიამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითთმართველობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. პარტიას ჰქონდა მნიშვნელოვანი წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გახდა ევროპის სახალხო პარტიის წევრი,`- ნათქვამია განცხადებაში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts