planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60242.jpg თელავში მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებებს უპასუხა. რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინი ქართველ ჟურნალისტებთან საქართველოში არჩევნების თარიღით დაინტერესდა.`რომელ ქვეყანაში შეიჭრა საბჭოთა კავშირი და რუსეთი, არ ჩამოაგდო მთავრობა, არ გადაუარა და არ ჩატკეპნა ის ქვეყანა მიწაში?! ჩვენი ქვეყანა ამაყად დგას და აფრიალებს თავის დროშას. რამდენიმე დღის წინ დამპყრობლის ახალმა-ძველმა უფროსმა დაგვინიშნა გენერალური ბრძოლის ახალი ადგილი და ახალი დრო - შემოდგომაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ ამათ როგორც ვერ მოგვიგეს ბლოკადა და ომი, დემოკრატიულ ბრძოლასაც ვერ მოგვიგებენ. დემოკრატიას ყოველთვის იგებს ხალხი და ქართველი ხალხი აუცილებად მოიგებს ამ ბრძოლასაც. პუტინს კი, პაემანი რომ დაგვითქვა ოთხი დღის წინ, შემოდგომაზე შევხვდებით, მათ შორის - განახლებული კახეთის ქუჩებში,`- განაცხადა პრეზიდენტმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts