planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60245.jpg შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებული რეჟიმის მიერ ათ მარტს აფხაზეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს. ამის შესახებ ჰილარი კლინტონის პრესმდივანმა მარკ ტონერმა განაცხადა. ვაშინგტონი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს - გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ევალება. `შეერთებული შტატები არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს ყველა ნაკისრი ვალდებულება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით. მათ შორის დააბრუნოს ჯარები კონფლიქტის წინა პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად შეტანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე,`- განაცხადა ტონერმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts