planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60246.jpg ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება აშშ-ის საელჩის ოფიციალურ ვებგვერდზეც გავრცელდა.განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს - შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის ჯარების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისუფალი ჰუმანიტარული მისაწვდომობა.ოკუპირებული რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც.გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts