planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60248.jpg თბილისის სამ უმაღლეს სასწავლებელს სტატუსი ეცვლება - სახელმწიფო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია და რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი არასამეწარმეო იურიდიული პირი ხდება.როგორც განმარტავენ, ამ დადგენილებით სასწავლებლების ფუნქციონირება უფრო მოქნილი ხდება. კულუტურის მინისტრი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამ ცვლილების მიზეზი უმაღლესი სასწავლებლების გაყიდვას უკავშირდება. ნიკოლოზ რურუა წელს პრიორიტეტად სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში რეფორმებს ასახელებს. `საუბარი იმაზე, რომ ერთიანდება აკადემია, თეატრალური ინსტიტუტი და კონსერვატორია, არის სრული ტყუილი. რაც შეეხება სტატუსს, სტატუსი აქვს სწორედ ისეთი, როგორც აქვს თუნდაც სახელმწიფო უნივრსიტეტის, ეს არის `ჰაიპის` საკანონმდებლო ფორმატი, რომელიც ამ უმაღლესებს ანიჭებს მეტ დამოუკიდებლობას, შანსს მეტი დაფინანსებისა, შანსს მეტი კრეატიული საქმიანობისა,`- განმარტავს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts