planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60249.jpg პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული უპერეცედენტო სარეაბილიტაციო პროექტის დეტალებზე ისაუბრა.მისი განმარტებით, პროექტის განხორციელების ფარგლებში რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რეაბილიტაციას დაექვემდებარება დასახლებული პუნქტები, ისტორიული ძეგლები და მოსახლეობას სამომავლოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა მიეცემა. დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ. მანჯგალაძის თქმით, ქართულ მხარეს სურს, რომ რუსეთთან დაიწყოს რეალური დიალოგი.`სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლება დღემდე უარს აცხადებს ასეთ რეალურ დიალოგზე. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მოდაპარაკებების პროცესის დასრულებისას, რომელიც შეეხება დეოკუპაციას, დევნილების დაბრუნებას, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე,` განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.მისივე თქმით, საქართველოში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი საელჩო და არა სამი, როგორც ეს რუსეთის ფედერაციას სურს.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელისშემშლელი საქართველოს ხელისუფლებაა.რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების პროპაგანდისტული ნაბიჯია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts