Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ევროკავშირი და აშშ აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ


Recommended Posts

საქართელოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა.

“ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.“– აღნიშნულია განცხადებაში.

წარმომადგენლობა,  ასევე,  ხაზს უსვამს იმ დიდ მნიშვნელობას.  რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების მოძიებას და მოუწოდებს ყველა მხარეს,  გამოიჩინოს ძალისხმევა ამ მიმართულებით.

ევროკავშირის  წარმომადგენლობის გარდა,  სპეციალური განცხადება გააკეთა ამერიკის საელჩომ საქართველოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამიტომ შტატები არალეგიტიმურად მიიჩნევს აფხაზეთში 10 მარტს ჩატარებულ დე–ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს.

“ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ შეასრულოს 2008 წელს “ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით” აღებული ყველა ვალდებულება, მათ შორის ძალების გაყვანა პრე–კონფლიქტურ პოზიციებზე და  თავისუფალი ხელმისაწვდომობა ჰუმანიტარულ დახმარებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...