Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ბაღათურია ანტიკორუფციული საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს


Recommended Posts

</p>

 

/get_img?ImageId=6698<p>პოლიტიკური პარტია “ქართული დასის“ ლიდერი, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის” წევრი ჯონდი ბაღათურია მოითხოვს, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საპარლამენტო კომისია საგამოძიებო უფლებებით, რომელიც გამოიძიებს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრთა, მისი გარემოცვის და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირთა კორუფციულ, შავ ბიზნეს საქმიანობას.

 

აღნისნულის შესახებ, მან დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

 

“სრული მხარდაჭერა აქვს “ქართული დასის” და მთლიანად ფრაქციის, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკუფციული საპარლამენტო კომისია საგამოძიებო უფლებებით, რომელიც გამოიძიებს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საკითხებს.  ამიტომ ჩვენ გარდა იმისა, რომ ვემზადებით ამ საკითხისთვის, ასევე სამთავრობო საათზე ჩვენ დაბარებული გვყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, რომლებმაც სწორედ ამ საკითხებზე უნდა გასცენ პასუხი. პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების კორუფციაში ჩართულობასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ბაღათურიამ.

 

მისი შეფასებით, ეს არის შესანიშნავი შანსი. პრეზიდენტს თავისი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა ეძლევა სწორედ აქ, ამ პარლამენტში შექმნილი კომისიის საშუალებით, სადაც 50 პროცენტი იქნებით თქვენ (უმრავლესობა), თავჯდომარეც თქვენი წარმომადგენელი იყოს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ვიქნებით ჩვენ, ოპოზიცია.

 

ასევე დღეს პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ 29 მარტისთვის სამთავრობო საათზე დაიბარა  იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. ხოლო 20 მარტს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ლევან ბეჟაშვილს პარლამენტში რეგლამენტის 96-ე მუხლის საფუძველზე იბარებს და მასთან საუბარს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით აპირებს.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...