planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 </p> /get_img?ImageId=6700ნატო ქათამაძე<p>ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის #22-ში, სადაც საქართველოს კონტროლის პალატის ოფისია განთავსებული, ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებული 14 ადამიანია მისული. “დილის 11 საათიდან აქ ვართ, მაგრამ ჯერ ის გოგონაც კი არ გამოსულა, რომელიც პირველად შეიყვანეს ახსნა-განმარტების მისაცემად, საინტერესოა, 2 საათის განმავლობაში ამდენს რას ეკითხებიან?” - უთხრა “ნეტგაზეთს” “რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ. მისი თქმით, უწყება საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი ამირანაშვილის ხელმოწერით, ქუთაისში 14 ადამიანმა მიიღო, მათგან 13 “რესპუბლიკური პარტიის” აქტივისტია, ხოლო 1 - იმ სახლის მეპატრონე, ვისგანაც “ქართულმა ოცნებამ” საოფისე ფართი იქირავა ქუთაისში. კონტროლის პალატის უწყებაში განმარტებულია, რომ ეს ადამიანები ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს იმის გამო, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე”. “არც ერთ მათგანს, რომლებიც არიან დაბარებულები კონტროლი პალატაში, არანაირი შემოწირულობა არ გაუკეთებია პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე. უფრო მეტიც ისინი არ არიან პარტიის აქტიური წევრები. დაბარებულთაგან 2, თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომლებსაც მხოლოდ ის “დანაშაული” აქვთ, რომ 2011 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურ თამაშებში “ახალგაზრდა რესპუბლიკელების” სახელით და 9:2 დაამარცხეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუნდი,” - აცხადებს ნატო ქათამაძე. ქათამაძე ამ წუთებში კონტროლის პალატის ოფისში იმყოფება ქუთაისში, თუმცა თავად ის, ისევე როგორც “რესპუბლიკური პარტიის” სხვა აქტიური და ლიდერი წევრები ქუთაისში, ახსნა-განმარტების მისაცემად არავის დაუბარებია კონტროლის პალატაში. მისი თქმით, ის შენობის ფოიეში იმყოფება და მას არ აძლევენ უფლებას დაესწროს თანაპარტიელების მიერ ახსნა-განმარტების მიცემის პროცესს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts