planetanews Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 კონტროლის პალატის მიერ დაკითხული რესპუბლიკური პარტიის წევრი “ნეტგაზეთთან” აღწერს დაკითხვის დეტალებს და ამბობს რომ დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. ლილი ებრალიძე ლანჩხუთის რესპუბლიკური პარტიის წევრია და მისი თქმით მისი დაკითხვა 12 მარტს ლანჩხუთში 5 საათს გაგრძელდა. ლილი ებრალიძე: “12 მარტს, დილის 10 საათზე მე, ლილი ებრალიძეს კონტროლის პალატისგან მომივიდა უწყება, რომელიც მეზობლმა გადმომცა, პირადად ხელში არ გადმოუციათ, რომელსაც ნომერი და გამოგზავნის თარიღი შიგნით არ ეწერა, კონვერტზე იყო მხოლოდ აღნიშნული. მე ხელი არ მაქვს მოწერილი ამ კონვერტზე, მაგრამ მაინც ვეცი პატივი და იქ მივედი. ამ უწყებას ხელს აწერს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი. /get_img?ImageId=6701დაკითხვა დიწყო ზუსტად 13:30–დან და დამთავრდა 17:58 წუთზე, მაგრამ ჩამაწერინეს, რომ დაკითხვა დასრულდა 17:20 წუთზე. თავიდანვე, როდესაც იქ ავედი გამჩხრიკეს. იყო მობილიზებული პოლიცია კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან ერთად. დაკითხვის თემა შეეხო ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებულ ხელმოწერებს, ასევე “ქართული ოცნების” გაზეთის დარიგებას. იყო კითხვები ვინ არიგებდა და როდის ამ გაზეთებს. მეკითხებოდნენ ოფისში ძირითადად რამდენი კაცი დადიოდა დღიურად, ვისთვის დადიოდნენ, ვის დაჰქონდა და ავრცელებდა გაზეთებს ჩვენს გარდა, რამდენი გაზეთი მოდიოდა და ვის მოჰქონდა. რამდენს იღებთ თანხას ამ გაზეთების დარიგებაში. მე არ ვმალავ, რომ ვიღებდი მონაწილეობას გაზეთების დარიგებაში. მაგრამ რაიმე ფინანსურ კავშირებს მე უარყოფ, თანხა არ ამიღია ამ გაზეთებიდან, ეს სრული სიმართლეა. მე თუ ჩემ პარტიას უანგაროდ ვემსახურები ეს არავის საქმე არ არის და მგონი კანონის დარღვევაც არ უნდა იყოს. დაკითხვისას მუქარის ფაქტებიც დაფიქსირდა. ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან 5 საათის განმავლობაში. დაჭერითაც დამემუქრნენ. ასეთი რამ მითხრეს “პაგონებიანი მოვა და ისინი დაგელაპარაკებიანო, მე ვუთხარი, მცემენ და ისე დამელაპარაკებიან, არაო, უფრო სხვა თანამედროვე მეთოდები არსებობსო,” – ასე განმიცხადა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა, პიროვნებამ რომელიც მკითხავდა ვინმე კახა საჯაიამ. თუმცა, მე ეჭვიც კი შემეპარა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო კონტროლის პალატიდან”. შეგახსენებთ, გუშინ, 12 მარტს ლანჩხუთში კონტროლის პალატის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” აქტივისტები დაკითხა. ეს პროცესი გვიანობამდე გაგრძელდა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, წინა დღეებშიც მიმდინარეობდა “ქართული ოცნების” აქტივისტების მასობრივი დაკითხვა საქართველოს რეგიონებში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts