planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/smDo2CURAiOdFsybhosS0Tl72eJkfbmt4t8yenImKBVaiQDB_Rd1H6kmuBWtceBJ.jpeg„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის თანამდებობაზე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დაინიშნა.აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნა პარტიის საერთაშორისო აქტივობის, რეგიონული ორგანიზაციების სტრუქტურისა და გენერალური მდივნის როტაციის საკითხიც.„”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივნად 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ბატონი ზურა მელიქიშვილი. ამ წლების განმავლობაში პარტიამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს როგორც საპარლამენტო, ასევე თვითთმართველობისა და აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. პარტიას ჰქონდა მნიშვნელოვანი წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გახდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი“,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts