planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/lanchxuti-300x225.jpgლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მესამე სართულზე, ამ წუთებში კონტროლის პალატა ლანჩხუთელების დაკითხვას აწარმოებს.როგორც“ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკითხვის მიზანი “ქართული ოცნების” მიერ გადარიცხული თანხებია.გავრცელებული ინფორმაციით, შენობის მესამე სართულზე მობილიზებულია პოლიცია რომელიც რიგით მოქალაქეებს და ჟურნალისტებს შენობის მესამე სართულზე არ უშვებს.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ხელმძღვანელის, ეთერ ჭყონიას თქმით, მისთვის უცნობია, რატომ არ უშვებენ ადამიანებს მესამე სართულზე.“კონტროლის პალატამ გვთხოვა ორი ოთახის დათმობა და ჩვენ დავუთმეთ. ვიცით, რომ იქ მოქალაქეებს ესაუბრებიან. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.მხოლოდ ვიცი ის, რომ იქ ასულ ადამიანებს ეკითხებიან ვინ არიან. ჩვენ მხოლოდ ოთახები დავუთმეთ, მეტი არაფერი ვიცი, _ განაცხადა ჭყონიამ.ასევე გახდა ცნობილი, რომ ლანჩხუთის გამგეობის მესამე სართულზე არ შეუშვეს “გურია ნიუსის” ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი და ოპერატორი. ჟუტრნალისტი რამდენიმე წუთით კანცელარიაში გააჩერეს და შემდეგ შენობა დაატოვებინეს.დაახლოებით 50-მდე ჩოხატაურელს, კონტროლის პალატის უწყება ამ დილით მიუვიდათ. უწყების თანახმად, ეს ადამიანები ხვალ, წერეთლის ქუჩა #2-ში, პირველ სართულზე არიან დაბარებულები, თუმცა მითითებული არ არის, რომელ ქალაქში.აღსანიშნავია, რომ უწყება დევს კონვერტში, რომელსაც არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი. უწყებას ხელს აწერს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, ვინმე გიორგი ამირანაშვილი.აღნიშნულბ მისამართზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მდებარეობს, სადაც არავინ იცის რა ხდება.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, ის მსგავს ინფორმაცის არ ფლობს.„არ ვიცი, პირველად მესმის, რომ კონტროლის პალატა ჩოხატაურელებს იბარებს, მით უმეტეს, მუნიციპალიტეტის შენობაში“, _აღნიშნა ხუნდაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts